შოთა არველაძეს თელ-ავივის "მაკაბიში" გიორგი დევდარიანიც მიჰყავს

AutoSharing Option
გუშინ ვწერდით, რომ გიორგი დევდარიანს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ ეს ინიციატივა გამოირიცხა. ახლა ირკვევა, რომ დიდი ალბათობით, დევდარიანი თელ-ავივის "მაკაბიში" შოთა არველაძის თანაშემწედ იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ის იყო საქართველოს ასაკობრივი (17 და 19-წლამდელების) ნაკრებების, "თბილისის", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი. 2015 წელს შოთა არველაძემ ის "ტრაბზონსფორში" თანაშემწედ მიიწვია, იქიდან წამოსულმა კი ჭაბუკთა ლიგაში თბილისის "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დარწმუნებული ვარ ესენი ერთად დიდი წარმატებას მიაღწევენ
ioseb
21:34 03-06-2016
0
წარმატებები შოთას მაკაბი კარგი გუნდია.
bebeto
15:44 03-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული