შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავავის "მაკაბიმ" უნგრულ "პაკშისაც" მოუგო

AutoSharing Option
შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავივის "მაკაბიმ" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და ისევ იმარჯვა. არველაძის შეგირდებმა უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარი "პაკში" დაამარცხეს - 1:0.

ერთადერთი გოლი ებრაელთა რიგებში პორტუგალიელმა შემტევმა ორლანდო სამ გაიტანა მე-16 წუთზე.

"მაკაბი" ევროპალიგის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. შოთას გუნდის მეტოქე სლოვენიური "გორიცა" იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, არველაძის "მაკაბი", შესაძლოა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა ცხადაძის "ქაირათს" დაუპირისპირდეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ყაზახური კლუბი ალბანური "ტეუტას" ბარიერს დაძლევს.

ვფიქრობთ, ეს არ უნდა იყოს შეუსრულებელი მისია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული