ლეგიონი ევროპალიგაზე: შოთა არველაძე და კახა ცხადაძე დაახლოვდნენ

AutoSharing Option
გუშინ, 30 ივნისს, ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე "ქართულმა" გუნდმა ითამაშა.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავივის "მაკაბიმ" შინ 3:0 მოუგო სლოვენიურ "გორიცას". ეს იყო არველაძის ოფიციალური დებიუტი ებრაულ გრანდში.

კახა ცხადაძის "ქაირათმა" კი სტუმრად 1:0 სძლია ალბანურ "ტეუტას" და გიგანტური ნაბიჯი გადადგა მეორე ეტაპისკენ, სადაც, თუ სენსაცია არ მოხდა, სწორედ შოთას "მაკაბისთან" მოუწევს ჭიდილი.

გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" გასვლაზე უელსურ "ქონაჰს" ვერ მოუგო - 0:0. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა ნორვეგიელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა.

ყაზახური "ორდაბასი" სტუმრად 0:3 დამარცხდა სერბულ "ჩუკარიჩკისთან". გოგიტა
გოგუამ
90 წუთი ითამაშა, "ორდაბასის" მეორე ქართველი ოთარ მარცვალაძე კი განაცხადში არ ყოფილა.

ქართველ მსაჯთა ბრიგადამ (გიორგი ყრუაშვილი, დავით ჩიგოგიძე, ბესიკ ჭიჭინაძე, დავით ხარიტონაშვილი) განსაჯა ბულგარული "ბეროესა" და ბოსნიური "რადნიკის" შეხვედრა, რომელიც 0:0 დასრულდა. გიორგი ყრუაშვილმა ორივე გუნდიდან 3-3 ფეხბურთელი გააფრთხილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული