"ფრაიბურგი" დაბალი ლიგის "მარხს" შეხვდა და 9:1 გაანადგურა. ჩვენებური "ფრაიბურგის" სასტარტოში იყო და მე-8 წუთზე ნიდერლეხნერმა სწორედ მისი პასით გახსნა ანგარიში, მაგრამ მე-15 წუთზე ჰუფნაგელმა ბარძაყი იტკინა და შესაცვლელი გახდა.
ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად რთულია ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრავმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მე-2 ბუნდესლიგაში ჰუფნაგელმა 19 მატჩში 1 გოლი გაიტანა.