ლუკას ჰუფნაგელის საგოლე პასი და ტრავმა

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის ემზადება ბუნდესლიგაში დაბრუნებული "ფრაიბურგი", რომლის რიგებშიც ქართველი ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი თამაშობს.

"ფრაიბურგი" დაბალი ლიგის "მარხს" შეხვდა და 9:1 გაანადგურა. ჩვენებური "ფრაიბურგის" სასტარტოში იყო და მე-8 წუთზე ნიდერლეხნერმა სწორედ მისი პასით გახსნა ანგარიში, მაგრამ მე-15 წუთზე ჰუფნაგელმა ბარძაყი იტკინა და შესაცვლელი გახდა.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად რთულია ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრავმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მე-2 ბუნდესლიგაში ჰუფნაგელმა 19 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული