18:59 12-07-2016
დიდი ხნით მსურს აქ დარჩენა - ბუბა დაუშვილი "დიოშგიორის" ფეხბურთელია! [VIDEO]
AutoSharing Option
27 წლის ფეხბურთელმა ორწლიანი კონტრაქტი უნგრეთის უმაღლესი ლიგის "დიოშგიორთან" გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია უნგრული კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
"მქონდა რამდენიმე წინადადება, მაგრამ როგორც კი "დიოშგიორი" დამიკავშირდა, სხვა გუნდებზე აღარ მიფიქრია. აქ დიდი ხნით მსურს დარჩენა, თუმცა მესმის, რომ ეს ყველაფერი ჩემს თამაშზე იქნება დამოკიდებული.
ასეთია ფეხბურთი: ცუდად თუ ითამაშე და გუნდს არ გამოადექი, წასვლა მოგიწევს. ჩემზე იმის თქმა შემიძლია, რომ შრომისმოყვარე ვარ. ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებისთვის", - განაცხადა დაუშვიულმა.
"დაუშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მუდმივი წევრია. მოედნის ცენტრში მასზე დიდი იმედების დამყარება შეგვიძლია. ის აგრესიულია და ბურთის კონტროლიც კარგად ეხერხება. მისი შეძენა გუნდის მთავარ მწვრთნელს სურდა", – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს დაუშვილი ლვოვის "კარპატში" თამაშობდა, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე წამოვიდა. ქართველმა ნახევარმცველმა ახალ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ხო ისეთი გუნდია მაქედან წამოსვლა როგორ უნდა მოგინდეს და სხვა გუნდში გადასვლა :)
0
0
მგონი უფრო უნგრეთში უნდა დარჩენა დ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული