"ამჟამად, სასურველი კლუბის ძიებაში ვარ. სიმართლე გითხრათ, საქართველოდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მაშინ სხვა ვარიანტს ველოდი და უარი ვთქვი. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე სასურველ გუნდს ვიპოვი", - გვითხრა სალუქვაძემ.
საქართველო თუ უცხოეთი? ეს კითხვა დავუსვით ფეხბურთელს, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 38 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
"ალბათ, მაინც უცხოეთი, მაგრამ ჯერ ასე
მჯერა, დღე-დღეზე რაღაც გამოჩნდება და მინდა, ახალ გამოწვევას სრულ მზადყოფნაში შევხვდე", - გვეუბნება სალუქვაძე.
34 წელი ის ასაკი არ არის, ფეხბურთელმა სასწრაფოდ აქტიური სპორტიდან წასვლაზე იფიქროს, თან, თუ ჯანიც მოსდევს და ტრავმებიც არ აწუხებს. სალუქვაძეს ამაზეც ვკითხეთ:
"ვგრძნობ, ჯერ კიდევ შემიძლია ფეხბურთის თამაში და არ მინდა, რომ წავიდე. ამიტომაც არ ვნებდები და ვეძებ ახალ კლუბს. იმედია, რაღაც გამოჩნდება".
საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს, მეტადრე მათ მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს, ათასი საკვირველი ზნე სჭირთ და მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ ზედმეტი გულმოდგინებით იყურებიან პასპორტში. ვერავინ დამაჯერებს, რომ წამყვანი ქართული კლუბების დაცვა ისეა ორგანიზებული, სალუქვაძის დონის მცველი არ სჭირდებათ.
მას არაერთ გუნდში უთამაშია. საუკეთესო პერიოდი კი ყაზანის "რუბინში" ჰქონდა, სადაც ყურბან ბერდიევის ხელმძღვანელობით ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"