კახა ცხადაძე: იმ მატჩის მერე 2 ღამე არ მიძინია

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "ქაირათის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" შინ ალმათიში ანგარიშით 3:1 მოუგო "თარაზს" და სატურნირო ცხრილში 46 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

ცხადაძემ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "მაკაბისთან" განცდილი მარცხი გაიხსენა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

"მსურს, ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს ევროთასიდან გამოვარდნისთვის. ჩვენს ფეხბურთელებს არაფრის უნდა რცხვენოდეთ - მათ თავი კარგად წარმოაჩინეს. "მაკაბისთან" მატჩის შემდეგ 12 საათი ვიმგზავრეთ, დღეს კი ფეხბურთელებმა შეძლეს ძალები მოეკრიბათ და მოეგოთ, რისთვისაც მათი მადლობელი
ვარ.

ფეხბურთელებს ძალიან ბევრი ვესაუბრე. იმ თამაშის მერე თავად არ მიძინია 2 ღამე. ახლა ჩემპიონობისა და თასისთვის უნდა ვიბრძოლოთ!", - განაცხადა ცხადაძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კი, "ამას" არაფერი უთქვავს უძილობის თაობაზე, როცა ნაკრები აგებდა, მაგრამ შენ როგორ ხარ "იმაზე"? ააააააა!
ლილე
17:01 25-07-2016
0
კახი სუპერ კაწი ხარ
შოთა გუგეშაშვილი
16:35 25-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული