როგორც ბორანბაევი აცხადებს, კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია ქართველი სპეციალისტის მუშაობით და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც აპირებს.
"გუნდის ახალი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატურებად გონჩარენკო, ხაცკევიჩი და ცხადაძე განიხილებოდნენ. პრინციპში, ჩვენ კახაბერთან წინასწარ ვიყავით შეთანხმებულნი, მაგრამ სანაკრებო მატჩის გამო მან გვთხოვა, საკითხს ცოტა მოგვიანებით დავბრუნებოდით.
ჩვენი გუნდის მწვრთნელის წინაშე დასახული ამოცანების შესახებ ყველამ იცის - გამარჯვება ყველა შიდა ტურნირზე. ჩვენ უკვე
კახა ცხადაძის გუნდი, რომელიც ჩემპიონატის ლიდერ "ასტანას" 10 ქულით ჩამორჩება, ყაზახეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრას დღეს სტუმრად "ოკჟეტპესთან" ჩაატარებს.