ალმათის "ქაირათი" კახა ცხადაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

AutoSharing Option
ყაზახური საფეხბურთო კლუბის ალმათის "ქაირათის" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ ქაირათ ბორანბაევმა გულშემატკივრებთან შეხვედრისას კითხვებს უპასუხა და სხვასთან ერთად, გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

როგორც ბორანბაევი აცხადებს, კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია ქართველი სპეციალისტის მუშაობით და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც აპირებს.

"გუნდის ახალი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატურებად გონჩარენკო, ხაცკევიჩი და ცხადაძე განიხილებოდნენ. პრინციპში, ჩვენ კახაბერთან წინასწარ ვიყავით შეთანხმებულნი, მაგრამ სანაკრებო მატჩის გამო მან გვთხოვა, საკითხს ცოტა მოგვიანებით დავბრუნებოდით.

ჩვენი გუნდის მწვრთნელის წინაშე დასახული ამოცანების შესახებ ყველამ იცის - გამარჯვება ყველა შიდა ტურნირზე. ჩვენ უკვე
შევთავაზეთ კახაბერს ახალი კონტრაქტი და იმედი გვაქვს, მას ახლო მომავალში გავაფორმებთ კიდეც", - თქვა ბორანბაევმა.

კახა ცხადაძის გუნდი, რომელიც ჩემპიონატის ლიდერ "ასტანას" 10 ქულით ჩამორჩება, ყაზახეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრას დღეს სტუმრად "ოკჟეტპესთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
Warmatebebi kaxis.tvalebidan aramomdis tu radgeshi chaagdo ravaneli.samwxaroa rom sxva qveynis samsaxurshi da sxvistvis moaqvs warmatebebi, samwuxaroa rom yazaxuri fexburti chvenze winaa,tu amashi vinmes echviepareba gadaxedos yazaxetis chempionats ra legionerebi yavs,an tundac astana ragundia,tundac qairati
Alika
16:27 13-08-2016
0
გეთანხმები ალიკა.კახა როგორც ფეხბურთელი იყო პროფესიონალი ზოგიერთებისგან განსხვავებით და არის პროფესიონალი მწვრთნელი. გარდა ამისა ის არის თავის ქვეყნის პატრიოტი და სამწუხაროა რომ ასეთი ადამიანი არ არის თავის ქვეყნის სამსახურში. ისევე როგორც თემურ ქეცბაია, ზაურ სვანაძე და კიდევ ბევრი სხვა.
giorgi
17:30 13-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული