გუნდის თავკაცის მოვალეობას ისედაც 52 წლის იტალიელი ასრულებდა დმიტრი ალენიჩევის წასვლის მერე, მაგრამ ახლა მას სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ერთწლიანი იქნება, კიდევ ორი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.
შეგახსენებთ, რომ კარერა რუსეთში გადაბარგებამდე ანტონიო კონტეს ასისტენტად მუშაობდა ტურინის "იუვენტუსსა" და იტალიის ნაკრებში.
"სპარტაკი" კი იქამდე "როსტოვის" ყოფილ მწვრთნელ ყურბან ბერდიევთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.