ვაკო ყაზაიშვილი: თამაში მსურს, მწვრთნელს კი არ ვეთანხმები...

AutoSharing Option
ჰოლანდიის ერედივიზიეს მესამე ტურში "როდასთან" სტუმრად მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ, არნემის "ვიტესის" ქართველმა ფორვარდმა ვაკო ყაზაიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

აღნიშნულ შეხვედრაში ვაკო მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, მეორე ტურში კი "დენ ჰააგთან" გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ის მოედნიდან მე-60 წუთზე გაიყვანა.

- "ვიტესის" მწვრთნელი: ყაზაიშვილს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ, მაგრამ...

"ჩემთვის ეს გამარჯვება არ ყოფილა მოულოდნელობა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მწვრთნელი უკმაყოფილო იყო გუნდის ნაჩვენები თამაშით და ეს გამოვასწორეთ.

რაც შეეხება ჩემს სათამაშო დროს, მწვრთნელს არ ვეთანხმები. თამაში მსურს და სულაც არ
ვფიქრობ, რომ მეორე ტურში "დენ ჰააგთან" ცუდი მატჩი ჩავატარე. მიუხედავად ამისა, მოპოვებული 3 ქულით კმაყოფილი ვარ", - ციტირებს ყაზაიშვილს gelderlander.nl.

3 ტურის შემდეგ "ვიტესი" მოპოვებული 6 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ესეგი ნაკრებში გამოძახებულთა უმეტესობას ერთად აღებული არ უგროვდება 90 წუთი სათამაშო პრაქტიკა:D
0
უკან უკან მიდის ამის საქმეები, ძალიან ცუდია :(
სიმართლე
13:48 22-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული