კახაბერ, Сенемiз! - "ქაირათის" ფანებმა ცხადაძეს ნდობა უზარმაზარი ბანერით გამოუცხადეს

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათის" ფანებმა გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს ბანერი მიუძღვნეს.

ფანებმა 100 კვ.მ ფართობის ბანერი, რომელზეც გამოსახულია მწვრთნელის პორტრეტი, კლუბის ემბლება და წარწერა: "Сенемiз" ("გვჯერა"), 20 აგვისტოს, "აქტობესთან" საშინაო მატჩის დაწყებამდე, სტადიონის ერთ-ერთ სექტორში გამოფინეს.

"ამით გუნდის მოტივირება გვსურდა. ყველას გვსურს ჩემპიონობა და მივიჩნევთ, რომ კახაბერ ცხადაძე ის მწვრთნელია, რომელსაც შეუძლია ალმათიში ოქროს მედლები მოიტანოს", - აცხადებს პერფორმანსის ავტორი, ფანკლუბ "AlatauFans"-ის წევრი აზამატ კემელოვი.

გულშემატკივრებმა "აქტობესთან" თამაშის შემდეგ ცხადაძეს ბანერის შემცირებული მასშტაბის ასლი გადასცეს.

ყაზახეთის ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ "ქაირათს"
52 ქულა აქვს და ლიდერ "ასტანას" 7 ქულით ჩამორჩება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
კახა,სადაც არ უნდა იყო,იცოდე,რომ გვიყვარხარ და გაფასებთ.წარმატებებს გისურვებთ.
სოსო
26 ნოემბერი 2016 13:30
0
კახი,გისურვებ მეტ წარმატებებს,დასანანია რომ თქვენს განთავისუფლებას პოლიტიკური და პიროვნული ინტერესები დაედო საფუძვლად,ჩემი შეხედულებით ეს იყო კახი კალაძის სურვილი,რაც კობიაშვილის ხელით გააკეთა,გისურვებ საკუთარ თავზე მეტ მუშაობას და ევროპის წამყვან კლუბებში ადგილის მყარად დამკვიდრებას.
პაატა
26 ნოემბერი 2016 13:01
0
ჩვენ კი არა კობიაშვილმა გააგდო რაღაც უნამუსო ჩხუბის გამო მეტი არაფერი ჩვენ კი გვინდოდა კახა ჩვენთან ყოფილიყო არადა ყველამ ვიცით რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი იყო და უმაღლესი კლასის მწვრთნელია
gias
26 ნოემბერი 2016 12:09
0
ჩვენ ეს კაცი გავაგდეთ.
გია
24 აგვისტო 2016 13:24
0
წარმატებები კახას !
soxumeli
23 აგვისტო 2016 21:30
0
სლოვაკეთის ნაგავი - ჩვენ.
ჩვენი ოქრო - ყაზახებს.
Burton
23 აგვისტო 2016 20:05
0
რა აზრი აქვს დაბრუნებას,მაინც გასაგდები დაგვირჩება შესარჩევი ციკლის პირველი წრის შემდეგ,ჯობია იყოს იქა და წარმატება ვუსურვოთ:)
georgino
23 აგვისტო 2016 17:07
0
ფეხბურთის ჩინოვნიკებო-დააბრუნეთ ცხადაძე ნაკრებში!
გია
23 აგვისტო 2016 16:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული