ლეგიონი: ოთარ მარცვალაძის ეფექტურმა გოლმა კახა ცხადაძის შთამბეჭდავი სერია შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, ყაზახეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ქაირათი" "ორდაბასის" ესტუმრა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ამით ჩემპიონატში, ქართველი მწვრთნელის გუნდის 16-მატჩიანი წაუგებელი და 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.

სხვათა შორის, "ორდაბასიმ" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ეს კი მასპინძლებმა ოთარ მარცვალაძის წყალობით შეძლეს, რომელმაც 64-ე წუთზე სტუმართა კარში გამარჯვების გოლი შორუელი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ეს ქართველი ფორვარდის მეორე გოლია ყაზახეთის ჩემპიონატში.

მარცვალაძემ შეუცვლელად ითამაშა, გოგიტა გოგუა კი 82-ე წუთზე გამოჩნდა "ორდაბასის" რიგებში, თუმცა ტრავმისა და გაფრთხილების მიღება მოასწრო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოსალოცია ნამდვილად. რამდენი წელია მაგას გოლი არ გაეტანა. არც მახსოვდა რომ ისევ თამაშობდა ფეხბურთს.
.........
15:14 27-08-2016
0
წარმატებები მარცვალა, იქნებ ნაკრების ახალმა მწვრთნელმა გამოიყენოს შენი შესაძლებლობები.
გიო
21:51 26-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული