სხვათა შორის, "ორდაბასიმ" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ეს კი მასპინძლებმა ოთარ მარცვალაძის წყალობით შეძლეს, რომელმაც 64-ე წუთზე სტუმართა კარში გამარჯვების გოლი შორუელი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ეს ქართველი ფორვარდის მეორე გოლია ყაზახეთის ჩემპიონატში.
მარცვალაძემ შეუცვლელად ითამაშა, გოგიტა გოგუა კი 82-ე წუთზე გამოჩნდა "ორდაბასის" რიგებში, თუმცა ტრავმისა და გაფრთხილების მიღება მოასწრო.
![ლეგიონი: ოთარ მარცვალაძის ეფექტურმა გოლმა კახა ცხადაძის შთამბეჭდავი სერია შეწყვიტა [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/af5aea317e18bd21a33eab3b1001486f.jpg)