ლეგიონი: ლაშა დვალი ნაკრებში კარგ ხასიათზე მყოფი მოდის

AutoSharing Option
26 აგვისტოს, პოლონეთის ჩემპიონატში VII ტურის ორი შეხვედრა გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

ვროცლავის "შლიონსკიმ", რომლის ღირსებას ლაშა დვალი იცავს, სტუმრად კრაკოვის "ვისლა" ანგარიშით 5:1 გაანადგურა. 21 წლის ქართველმა მცველმა, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევისთვის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

საკუთარ მოედანზე მარცხი იწვნია გიორგი მერებაშვილის გუნდმა პლოცკის "ვისლამ", რომელმაც "კორონასთან" ანგარიშით 1:2 წააგო. მერებაშვილი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.

პოლონეთის ჩემიონატის სატურნირო ცხრილში ლაშა დვალის გუნდს 10 ქულით მე-6 ადგილი უკავია, 8 ქულით მე-10-ზეა მერებაშვილის "ვისლა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული