თორნიკე ოქრიაშვილს "კრასნოდარში" ქართულად მიესალმნენ [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კრასნოდარში ჩავიდა. ფეხბურთელის აგენტი მამე ამიროვი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ აწერს თორნიკე კონტრაქტს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილს თბილი დახვედრა მოუწყვეს "კრასნოდარის" სტადიონზე - მას დიდ მონიტორზე ქართული წარწერით მიესალმნენ: "მოგესალმებით ჩვენი კლუბის სახელით".

შეგახსენებთ, რომ "კრასნოდარში" გადასვლამდე, 24 წლის შემტევ ნახევარმცველს ბელგიური "გენკიდან" ფრანგულ "მარსელში" ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაეშალა, სადაც სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. თორნიკე "გენკში" 2014 წლიდან თამაშობდა, მან 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გასულ სეზონის დიდი ნაწილი კი იჯარით
თურქულ "ესქიშეჰირში" გაატარა. ცოტა ხნის წინ ოქრიაშვილმა და ბელგიურმა კლუბმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს.

რაც შეეხება თორნიკეს ახალ კლუბს, "კრასნოდარი" წელს ევროპის ლიგაზე ასპარეზობს და ჯგუფში "ნიცასთან", "შალკესა" და "ზალცბურგთან" ერთადაა. გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში მომავალ მატჩს 11 სექტემბერს, სტუმრად "უფასთან" ჩაატარებს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
წარმატებები მინდა ვუსურვო კველა ჩვენს ფეხბურთელს სადაც არ უნდა იყვნენ ისინი!
malxazi
12 სექტემბერი 2016 17:04
0
დღესდღეისობით კრასნოდარი აიაქზე,მილანზე და ბევრ მასეთ გუნდზე ძლიერია, რა გაწუწუნებთ
tyeshelaant giji
10 სექტემბერი 2016 15:51
0
ძალიან გვიყვარხარ ოქრი მთელ საქართველოს შენი იმედი გვაქვს, იმედია ამ კომენტარს წაიკითხავ მოკითხვა: დმანისიდან, ბოლნისიდან, თბილისიდან და სრულიად საქართველოდან..უფალი გეწეოდეს გფარავდეს და გაგაძლიეროს..ამინ...
zuriko
10 სექტემბერი 2016 11:18
0
იძახეთ ახლა გენკიდან წამოსვლა და რუსეთში წასვლა,თურმე პროგრესი ყოფილა,ანდა ყაზაიშვილის ლეგიაში გადასვლაც პროგრესია,რას ლაპარაკობთ ხალხო,ჯერ დონეები შეადარეთ მართლა,მერე შუა ევროპა,მათ თავი რამეთი,რომ გამოეჩინათ,ამდენი აგენტი და გუნდია ევროპაში რა არ წაიყვანდენ,მაგრამ კოჭებში ეტყობათ,რაც არიან,ხოლო კრასნოდარში მას ქეც რო რამე გააკეთეს ვინ შენიშნავს,კი ბატონო თუ გამოიჩენს თავს მიიქცევს ყურადღებას,მაგრამ სად შუაგული ევროპა,ყველას თვალწინ ხარ,არა,არა ამათგან არაფერი არ გამოვა,ბოლო შანსი მაგათი დინამო,ან გორის დილაა,ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე,მაგრამ თუ რამის თავი ჰქონდა ან ერთს ან მეორეს შუაგულ ევროპაში არ იყვნენ,ახლა გაცილებით დაცილდნენ უკეთეს შანსებს,რაც ძალიან სამწუხაროა.
roma
10 სექტემბერი 2016 10:56
0
Iიკასს.შენ ხო ხარ რა პროფესიონალიი...მაგის ნახევარსაც ვერ მიაგწევ ცხოვრებაში
ikass
10 სექტემბერი 2016 10:10
0
რუსეთის ჩემპიონატი ბელგიას რომ ჯობს ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება,ხოლო კრასნოდარი მართლაც რომ უკეთესია ვიდრე ეს ავადსახსენებელი გენკი,რომელშიც ოქრიმ თითზე ჩამოსათვლელი მატჩები ჩაატარა.ეხლა მთავარია სათამაშო პრაქტიკა და ოქრი მაგრად მოუმატებს დარწმუნებული ვარ,მისი პოტრენციალი კი ყველას კარგად მოეხსენება.აბა შენ იცი ოქრო,როგორ გაგვახარებ შენი წარმატებული თამაშით...
qobuleteli
10 სექტემბერი 2016 09:54
0
ოქრით უკმაყოფილოებს შევახსენებ, რომ:
1. ამ ყმაწვილს საქართველოს ნაკრებში არც რეთი მატჩი არ ჩაუგდია. მეტიც, ყოველთვის ბოომდე იხარჯება და გამორჩეულია.
2. ”კრასნოდარი” რუსეთის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება ”გენკს”. ეს გუნდი სისტემატიურად და საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობს ევროპის ლიგაში.
ასე რომ, წარმატებებს ვუსურვებ თორნიკეს.
სიმართლის მოყვარული
10 სექტემბერი 2016 09:17
0
ოქრი დაიჯერე ძმაო რომ თამაში შეგიძლია და კრასნოდარი კიდე არაა დასაწუნი გუნდი ის ყველა გუნდს ჯობია სადაც იყავი და ბევრი უნდა იშრომო რომ ძირითადის ფეღბურთელი გახდე
Zviad
10 სექტემბერი 2016 03:42
0
მთავარია ამ ბიჭმა დაიჯეროს რომ თამაში შეუძლია და გაითვალისწინოს რომ დიდი შრომის გარეშე არაფერი გამოუვა, ეს მაგარი შანსია მისთვის, კრასნოდარი და რუსეთის ჩემპიონატი დიდი დონეა გენკისაც ჯობია დაყველა გუნდს სადაც უთამაშია მტავარია მწვრთნელს თავი მოაწონოს და არ დანებდეს ბოლომდე უნდა იბრძოლო სასტავში მოსახვედრად, იქ დიდი კონკურენციაა
Zviad
10 სექტემბერი 2016 03:34
0
თორნიკეს წარმატებები, უსაზღვროდ პატივისცემამაქვს ამ ქართველი ვაჟკაცის მიმართ, შეეწიოს ღმრთისმშობელი...
Levan
09 სექტემბერი 2016 21:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული