"ირა... ვინ? ირაკლი შეყილაძე! ძნელი დასაწერია და თითქმის შეუძლებელი გამოსათქმელი (ჩვენ მის გვარს არასწორად გამოვთქვამთ). შეყილაძის კერპი ბრაზილიელი "ფენომენი" რონალდოა. ასევე მისი თანამემამულე ლევან მჭედლიძეც.
ახლა ისინი ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ - ლევანი ემპოლიში, ირაკლი - პონტე ეგოლაში პიზასთან ახლოს. ის იმ რეგიონში "ტუტოკუოიოს" ღირსებას იცავს, ლეგა პროში.
მაგრამ ის იმეორებს, რომ შეყვარებულია ტოსკანაზე, რომელიც 9 წლის წინათ, მისთვის მეორე სამშობლო გახდა. ეს წლები მისთვის ოცნებითა და გაურკვევლობით სავსე იყო იტალიაში.
"15 წლის ვიყავი და საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებში ვთამაშობდი, როცა უდინეს ტურნირზე "ემპოლის" სკაუტმა შემამჩნია. ისინი დაეკონტაქტნენ ფედერაციის წარმომადგენელს, რომელიც ჩემი მოგვარეა, რადგან მამაჩემი ეგონათ.
აღმოჩნდა, რომ "ის" შეყილაძე იცნობდა ლევან მჭედლიძესა და მის ძმას, რომლებიც უკვე იტალიაში იყვნენ. "ასე ჩამოვედი ემპოლიში. იყო "ლილის", "ბენფიკას", "ლე მანის" ვარიანტები, მაგრამ ბევრი ქართველისთვის იტალიაში ცხოვრება და თამაში ოცნებაა.
მართლაც, როცა პირველად ფლორენცია ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი, ვერაფრით წარმოიდგენ, რატომ არის ასეთი ლამაზი ეს ქალაქი, ეკლესიები, ქანდაკებები, ყველაფერი დიდებულია. ეს ქალაქი გენიოსების აშენებულია. ტოსკანა მიყვარს, რადგან ეს ფანტასტიკური მხარეა", - ამბობს შეყილაძე.
დიახ, სწორედ ფლორენციაში გაიტანა შეყილაძემ "ფიორენტინას" წინააღმდეგ გაიტანა თავისი პირველი გოლი "ემპოლის" რიგებში, ეს მოხდა იტალიის თასზე, "ემპოლიმ" 1:2 წააგო.
ის იხსენებს იმ თამაშს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო დღეს ცხოვრებაში. "ეს იყო საოცარი, თანაც გოლი ლევანის პასით გავიტანე. ის ჩემი ძმაა, რაც იტალიაში ჩამოვედი. მან მიმასპინძლა, ძალიან დამეხმარა ცხოვრებაში", - იგონებს შეყილაძე.
ამას მოყვა წლები "ემპოლის" მეორე შემადგენლობაში, "ემპოლის" გადასვლა სერია A-ში და შემდეგ დამშვიდობება. "მე არ მითამაშია სერია A-ში, ასე რომ, გასახსენებელიც არაფერია".
ამას მოყვა ცუდი წლები, ტრავმები, გაურკვევლობა, მაგრამ ირაკლის ერთი დიდებული უპირატესობა აქვს - ის არასოდეს ნებდება. ის ეცემა და შემდეგ ისევ ფეხზე დგება.
ამას მოჰყვა ზარი ლუკარელისგან და გადასვლა "ტუტოკუოიოში": "ლუკარელი მენდო, ახლა ყველაფერი კარგადაა", - ამბობს იგი, რომელსაც ორი მეტსახელი აქვს ახალ გუნდში: "შეკი" და "გრანდო".
"გრანდო" წყნარი ბიჭია, მორცხვიც კი. ის მადლიერი "ემპოლის", სადაც ბევრი ისწავლა და განსაკუთრებით "ტუტოკუოიოსი": "დიდებულ გარემოში ვარ, ქალაქი პატარაა. ყველა ერთმანეთს იცნობს. ჩემი საქმე გოლების გატანაა, სურვილი მაქვს, რომ ეს სეზონი გოლების ორნიშნა რიცხვით დავასრულო.
შეყილაძეს კარგი სტარტი გამოუვიდა, 5 თამაშში 4 გოლი გაიტანა, რაშიც ერთი განსაკუთრებული ფანი ეხმარება - მამა: "სამი თვეა ჩემთან ერთად ჩემი ოხახიცაა".