გიორგი ჭანტურიას პირველი 90 წუთი რუსულ პრემიერლიგაში დაბრუნების შემდეგ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში გიორგი ჭანტურიას "ურალმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ორენბურგი". ჭანტურიამ ამ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა და ორჯერ მეტოქის კარსაც დაემუქრა.

ზედიზედ მესამე მატჩია (სათასო შეხვედრის ჩათვლით), რაც გიორგი სასტარტო შემადგენლობაშია, მაგრამ ჩემპიონატში მან პირველად ითამაშა 90 წუთი. ის ურალის 4-2-3-1 სქემაში მარჯვენა გარემარბი იყო (მარცხენა ფლანგზე ჩისამბა ლუნგუმ ითამაშა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა).

ერთადერთი გოლი ლუნგუს პასით ცენტრფორვარდმა პავლიუჩენკომ გაიტანა. ჭანტურიას თამაში რუსულმა გამოცემა "ჩემპიონატმა" 7 ბალით შეაფასა (როგორც ლუნგუსი), რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მე მცველს კი არ ვადარებ გარემარბს... მე მივანიშნებ ტენდეციაზე... ანუ,ნაკრების მთავარი მცვრთნელის საფეხბურთო გემოვნებაზე,მის პრიორიტეტებზე მოთამაშეთა შერჩევის დროს... სურათი არის აშკარა... ვაისს,ტექნიკურ,ინდივიდუალური მახასიათებლების მქონე,ფეხბურთელს ურჩევნია ეგრეთ ცოდებული ბეგი-ბეი ფეხბურთელები... სცორედ ამიტომ არ არი ჩანტურია და არაბიძე გაფართოებულ სიაშიც კი... რაც შეეხება ცისკარიძეს,მისი ნაკრებში გამოძახება უბრალოდ არის სირცხვილი... ეს ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ერთ-ერთი დაბალი დონის ლიგის დაბალი დონის კლუბში,რომელსაც სახელად ქვია ტეპლიცე და ამ ტეპლიცეში იგი არის სათადარიგო მოთამაშე და ბოლო ექვსი თვეა ოფიციალურ მატჩში მცვანე მინდორზე ფეხი არ დაუდგამს... ეხლა გასაგებია?... მადლობთ კურადგებისთვის.
FEOLA
01:36 26-09-2016
0
დინამოს ფილიალია ნაკრები მგონი ვიდრე ეროვნული..ტფუუუ
მანო
00:40 26-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული