ლეგიონი გუშინ: დავით სხირტლაძის დუბლი დანიურ თრილერში [VIDEO]

AutoSharing Option
დანიური სუპერლიგის მატჩში "სილკებორგმა" შინ 5:3 მოუგო "ოლბორგს". მასპინძელთა რიგებში დუბლი შეასრულა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით სხირტლაძემ.

მან ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი შესვენების შემდეგ, ექვს წუთში შეაგდო. სხირტლაძე 65-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში "კრილია სოვეტოვი" გასვლაზე დაუპირისპირდა "ამკარს". შეხვედრა 0:0 მორჩა.

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ 90 წუთი ითამაშა, ისევე, როგორც მასპინძელთა მცველმა გიორგი ჯიქიამ, ვისაც რუსული პასპორტი აქვს, თუმცა საქართველოს ნაკრებისათვის საინტერესო ფეხბურთელია.

"რუბინმა" შინ 2:1 აჯობა "ტომს". ყაზანელთა ესპანელმა
დამრიგებელმა ხავი გრასიამ განაცხადში არ შეიყვანა საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია.

* * *
პოლონეთში ლაშა დვალის "შლიონსკი" გასვლაზე "პიასტს" დაუზავდა - 1:1. საქართველოს ნაკრების მცველმა 90 წუთი ითამაშა.

* * *
საბერძნეთის პირველობაზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი აეკ-ი შინ "ირაკლისს" დაუზავდა - 0:0.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატში "ერმისმა" შინ 2:1 მოუგო "ახნასს". მოგებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ირაკლი მაისურაძემ. წაგებულთა შორის გია გრიგალავა 46-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ილურიძე სათადარიგო იყო, ნიკა კაჭარავას კი დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

* * *
ნორვეგიაში "სტაბეკმა" შინ 1:0 მოუგო "ბოდო გლიმტს". გამარჯვებულთა რიგებში 71-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი გოროზია და ყვითელი ბარათი მიიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული