მან ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი შესვენების შემდეგ, ექვს წუთში შეაგდო. სხირტლაძე 65-ე წუთზე შეცვალეს.
* * *
რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში "კრილია სოვეტოვი" გასვლაზე დაუპირისპირდა "ამკარს". შეხვედრა 0:0 მორჩა. საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ 90 წუთი ითამაშა, ისევე, როგორც მასპინძელთა მცველმა გიორგი ჯიქიამ, ვისაც რუსული პასპორტი აქვს, თუმცა საქართველოს ნაკრებისათვის საინტერესო ფეხბურთელია.
"რუბინმა" შინ 2:1 აჯობა "ტომს". ყაზანელთა ესპანელმა
* * *
პოლონეთში ლაშა დვალის "შლიონსკი" გასვლაზე "პიასტს" დაუზავდა - 1:1. საქართველოს ნაკრების მცველმა 90 წუთი ითამაშა.* * *
საბერძნეთის პირველობაზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი აეკ-ი შინ "ირაკლისს" დაუზავდა - 0:0.* * *
კვიპროსის ჩემპიონატში "ერმისმა" შინ 2:1 მოუგო "ახნასს". მოგებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ირაკლი მაისურაძემ. წაგებულთა შორის გია გრიგალავა 46-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ილურიძე სათადარიგო იყო, ნიკა კაჭარავას კი დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.* * *
ნორვეგიაში "სტაბეკმა" შინ 1:0 მოუგო "ბოდო გლიმტს". გამარჯვებულთა რიგებში 71-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი გოროზია და ყვითელი ბარათი მიიღო.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"