ამის შესახებ "ლეგიას" პრესსამსახური იუწყება.
"ლეგია"-"რეალი" 2 ნოემბერს გაიმართება. ცნობილია, რომ პოლონური კლუბი ვერდიქტს გაასაჩივრებს.
უეფამ "ლეგია" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, დორტმუნდის "ბორუსიასთან" (0:6) თამაშის დროს მისი გულშემატკივრების ქცევის გამო დასაჯა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის - რასიზმის გამოვლენა და ტრიბუნებიდან ნივთების სროლა.