აღნიშნული ინფორმაცია "Р-Спорт"-ს ამკარელთა მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმაც დაუდასტურა.
"როგორც ჩანს, ჯიქიათი საქართველოშიც ინტერესდებიან. ამასთანავე, საუბარი რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვთან მქონდა. მან მითხრა, რომ ჯიქია მის გაფართოებულ სიაშია და მომდევნო წელს ერთ-ერთ შეკრებაზე გეგმავს მის მოწვევას. სხვა "ამკარის" ფეხბურთელებზე ინფორმაცია არ მაქვს, ის მხოლოდ ჯიქიაზე მესაუბრა", - განაცხადა
რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჯიქიამ "ამკარის" შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და ერთხელაც არ შეუცვლიათ. ჯიქია "ამკარში" 2015 წელს გადაბარგდა, მანამდე კი "ხიმიკის", ნალჩიკის "სპარტაკის" და "ლოკომოტივი 2"-ის შემადგენლობაში იყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ალექსანდრე იაშვილმა ჯიქიასადმი ინტერესი და მასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაადასტურა.
- ალექსანდრე იაშვილი: გოგიასა და ჯიქიასთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს
რაც შეეხება ჯიქიას , ჩემი აზრით ძალიან გულდაწყვეტით ვიტყოდი რო მისთვის ჯობს რუსეთის ნაკრებში თამაში მიუხედავად იმისა რომ რუსეთი ჩვენი მტერია, მაგრამ ამის და მიუხედავად ჯიქიასთვის ჯობს რუსეთის ვარიანტი და დიდი ალბათობით სულ მალე ევროპის გრადშიც გადავა.