საქართველო თუ რუსეთი? - გიორგი ჯიქიას რუსეთის ეროვნულ ნაკრებში იწვევენ

AutoSharing Option
რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვს "ამკარის" ქართველი მცველი გიორგი ჯიქია ნაკრების გაფართოებულ სიაში ჰყავს შეყვანილი და როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან, მომდევნო წელს ნაკრების ერთ-ერთ შეკრებაზე მის მოწვევას გეგმავს.

აღნიშნული ინფორმაცია "Р-Спорт"-ს ამკარელთა მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმაც დაუდასტურა.

"როგორც ჩანს, ჯიქიათი საქართველოშიც ინტერესდებიან. ამასთანავე, საუბარი რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვთან მქონდა. მან მითხრა, რომ ჯიქია მის გაფართოებულ სიაშია და მომდევნო წელს ერთ-ერთ შეკრებაზე გეგმავს მის მოწვევას. სხვა "ამკარის" ფეხბურთელებზე ინფორმაცია არ მაქვს, ის მხოლოდ ჯიქიაზე მესაუბრა", - განაცხადა
გაჯიევმა.

რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჯიქიამ "ამკარის" შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და ერთხელაც არ შეუცვლიათ. ჯიქია "ამკარში" 2015 წელს გადაბარგდა, მანამდე კი "ხიმიკის", ნალჩიკის "სპარტაკის" და "ლოკომოტივი 2"-ის შემადგენლობაში იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ალექსანდრე იაშვილმა ჯიქიასადმი ინტერესი და მასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაადასტურა.

- ალექსანდრე იაშვილი: გოგიასა და ჯიქიასთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს
მკითხველის კომენტარები / 22 /
Kargit ra xalxo ra aris asarchevi tu sheni qveknis nakrebi gepatijeba da uars itkvi,mashin nuravin itkvis rom qartvelia
Mikheili
26 ოქტომბერი 2016 11:13
0
არ აწყობს არანაირად ამ კაცს საქართველოს ვარიანტი. გახდება მერე რუსეთში ლეგიონერი და ყველა რუსული კლუბის ძირითადში მოხვედრა გაუჭირდება. მოვა მერე ვაისის ნაცვლად სხვა ტრენერი და ეტყვის ჩემ გეგმებში არ ჯდებიო. სადაც არის იქ ურჩევნია. მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს მჯერა, მართლა კარგი მოთამაშეა.გააფუჭებენ აქ. შეეშვით ამ კაცს და აკაკი გოგიასაც.უნდა აუბნიოთ მომავალი. თუ უნდათ თავად დაგვიკავშირდებიან.
ქომაგი
26 ოქტომბერი 2016 11:02
0
-ასიათასობით ქართველია რუსეთის მოქალაქე, რა გაუტრაქტორეთ ამ ჯიქიას.
დ.ნ.
26 ოქტომბერი 2016 10:39
0
ღამურას და თაგვის ამბავი არ იცის მაგან.
zviadi
26 ოქტომბერი 2016 10:09
0
რამოდენიმე თვის უკან, ვაკო ყაზაიშვილს ვთხოვდი კარგად დაფიქრებულიყო და ჩინეთის ვარიანტი აერჩია იქ თამაშის პრაქტიკა გაცილებით მეტი ექნებოდა მაგრამ ვაკოს ეტყობა სხვა უფრო მარტივი გეგმები აქვს და ღმერთმაც ხელი მოუმართოს პირად ცხოვრებაში არავის არა აქვს ჩარევის უფლება ეს კარგად მესმის.
რაც შეეხება ჯიქიას , ჩემი აზრით ძალიან გულდაწყვეტით ვიტყოდი რო მისთვის ჯობს რუსეთის ნაკრებში თამაში მიუხედავად იმისა რომ რუსეთი ჩვენი მტერია, მაგრამ ამის და მიუხედავად ჯიქიასთვის ჯობს რუსეთის ვარიანტი და დიდი ალბათობით სულ მალე ევროპის გრადშიც გადავა.
ფეოლა
26 ოქტომბერი 2016 09:56
0
ჯერ ქვეყანას უნდა გაუკეთო რამე სასიკეთო და მერე მოითხოვო ქვეყნისგან...
boob
26 ოქტომბერი 2016 09:54
0
ეხლა დაიწყებენ აბა ჰე ვიჩქაროთო, მე კიდევ მიმაჩნია რომ არ უნდა ვეხვეწოთ, თუ უნდა ჩვენთან თამაში გაუმარჯოს ღმერთმა, თუ არ უნდა კალთები არ უნდა დავახიოთ, რუსეთის კი არა თუ უნდა კამჩატკის ნაკრებში ითამაშოს...
Walkabout
26 ოქტომბერი 2016 09:53
0
ამ კაცის დაკარგვა არ შეიძლება !
kika
26 ოქტომბერი 2016 09:38
0
დააცადეთ ჯერ კაცს არჩევნის გაკეთება... საკმაოდ საინტერესო სტატიაა. ვფიქრობ კიდევ ბევრი დაიწერება ამ ფეხბურთელზე რა არჩევანიც არ უნდა მიიღოს. საუბარი მიდის იმაზე რომ ქართველი ფეხბურთელი მიიწვიეს რუსეთის გინდა არ გინდა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ და ავტომატურად ჩემპიონატზე მოთამაშე ნაკრებში და მის მშობლიურ ნაკრებში. დიახ მეგობრებო საკმაოდ სერიოზული სტატიაა. თუმცა სამწუხაროდ პოლიტიკურიც...
Ilush
26 ოქტომბერი 2016 04:31
0
ფედერაციამ მწვრთნელმა მოიწვიოს და თვითონ გადაწყვიტოოს,ნაკრებში თამაშზე არავის ხვეწნა არ უნდა
michael
26 ოქტომბერი 2016 02:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული