ლეგიონი: აკაკი გოგიას 90 წუთი და მოგება II ბუნდესლიგის ლიდერთან

AutoSharing Option
28 ოქტომბერს გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა გერმანიის მოქალაქეობის მქონე აკაკი გოგიამ.

მისმა გუნდმა დრეზდენის "დინამომ" მე-11 ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილის ლიდერი ბრაუნშვეიგის "აინტრახტი" მიიღო და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

დრეზდენელები მატჩის 52-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში სტეფან კუჩკეს ჰეთ-თრიქით გამარჯვება მაინც მოახერხეს. აკაკი გოგიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

11 ტურის შემდეგ დრეზდენის "დინამოს" 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე-მერვე ადგილებს "ფორტუნასთან" იყოფს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული