რუსებმა დაგვასწრეს - გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრების შეკრებაზეა გამოძახებული!

AutoSharing Option
პერმის "ამკარის" მცველი გიორგი ჯიქია, რომლის ეროვნულ გუნდში მოწვევაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობდნენ, რუსეთის ნაკრების შეკრებაზეა გამოძახებული. ამის შესახებ რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური გვერდი იუწყება.

ოღონდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე 22 წლის ქართველი მცველი ძირითად გუნდში არ ირიცხება და ის მხოლოდ ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად, საწვრთნელ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 7 ნოემბრიდან დოჰაში დაიწყება. ამასთან, შესაძლოა, ჯიქიამ რუსეთის ნაკრების საკონტროლო მატჩებშიც ითამაშოს, ყატარისა და რუმინეთის ნაკრებების წინააღმდეგ. ეს შეხვედრები, შესაბამისად, 10 და 15 ნოემბერს, დოჰასა და გროზნოში უნდა გაიმართოს.

- "ამკარის" გენ-დირექტორი:
გიორგი ჯიქიას რუსეთის ნაკრებში თამაში სურს!


რუსეთის ნაკრებში ჯიქიას მოგაძახებასთან დაკავშირებით კომენტარი "ამკარის" მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა გააკეთა:

"ამ დილით დამიკავშირდა სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი) და მკითხა, როგორ მდგომარეობაშია, რატომ არ ითამაშა და როგორი ტრავმა აქვს. მან მითხრა, რომ ფეხბურთელის მიწვევა უახლოეს შეკრებაზე სურს.

გიორგი დღეს არ მინახავს, თუმცა ის საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვედრის კანდიდატია. ის ბევრს შრომობს ვარჯიშებზე.

მას შეუძლია, როგორც ფეხბურთელს, უფრო მაღალ დონეზე ავიდეს და თუკი მთელ თავის პოტენციალს გამოიყენებს, დიდი ალბათობით, დამკვიდრდება კიდეც რუსეთის ნაკრებში. ვიტოვებთ იმედს, რომ მას ეს ყველაფერი გამოუვა", - უთხრა გაჯიევმა championat.com-ს.
მკითხველის კომენტარები / 40 /
თქვენ გონიათ რო მსოფლიოზე წაიყვანენ? შანსი არაა და რა ხელფასი უნდა მიცეს ნაკრებმა ხელფასი გუნდში უნდა ქონდეს და თუ არ იცით ნუ წერთ ტყვილა
givi
13:45 02-11-2016
0
ეგ ღირსია რო მერე აღარ ათამასშონ და სავარაუდოთ ეგრეც იქნება ვერ ხვდება თვითონ ჯერ მარა მერე გვიანი იქნება და წავიდეს მასეთი ფეღბურთელი არ გვჭირდება ჩვენ აქ
givi
13:43 02-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული