რუსებმა დაგვასწრეს - გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრების შეკრებაზეა გამოძახებული!

AutoSharing Option
პერმის "ამკარის" მცველი გიორგი ჯიქია, რომლის ეროვნულ გუნდში მოწვევაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობდნენ, რუსეთის ნაკრების შეკრებაზეა გამოძახებული. ამის შესახებ რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური გვერდი იუწყება.

ოღონდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე 22 წლის ქართველი მცველი ძირითად გუნდში არ ირიცხება და ის მხოლოდ ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად, საწვრთნელ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 7 ნოემბრიდან დოჰაში დაიწყება. ამასთან, შესაძლოა, ჯიქიამ რუსეთის ნაკრების საკონტროლო მატჩებშიც ითამაშოს, ყატარისა და რუმინეთის ნაკრებების წინააღმდეგ. ეს შეხვედრები, შესაბამისად, 10 და 15 ნოემბერს, დოჰასა და გროზნოში უნდა გაიმართოს.

- "ამკარის" გენ-დირექტორი:
გიორგი ჯიქიას რუსეთის ნაკრებში თამაში სურს!


რუსეთის ნაკრებში ჯიქიას მოგაძახებასთან დაკავშირებით კომენტარი "ამკარის" მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა გააკეთა:

"ამ დილით დამიკავშირდა სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი) და მკითხა, როგორ მდგომარეობაშია, რატომ არ ითამაშა და როგორი ტრავმა აქვს. მან მითხრა, რომ ფეხბურთელის მიწვევა უახლოეს შეკრებაზე სურს.

გიორგი დღეს არ მინახავს, თუმცა ის საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვედრის კანდიდატია. ის ბევრს შრომობს ვარჯიშებზე.

მას შეუძლია, როგორც ფეხბურთელს, უფრო მაღალ დონეზე ავიდეს და თუკი მთელ თავის პოტენციალს გამოიყენებს, დიდი ალბათობით, დამკვიდრდება კიდეც რუსეთის ნაკრებში. ვიტოვებთ იმედს, რომ მას ეს ყველაფერი გამოუვა", - უთხრა გაჯიევმა championat.com-ს.
მკითხველის კომენტარები / 40 /
თქვენ გონიათ რო მსოფლიოზე წაიყვანენ? შანსი არაა და რა ხელფასი უნდა მიცეს ნაკრებმა ხელფასი გუნდში უნდა ქონდეს და თუ არ იცით ნუ წერთ ტყვილა
givi
02 ნოემბერი 2016 13:45
0
ეგ ღირსია რო მერე აღარ ათამასშონ და სავარაუდოთ ეგრეც იქნება ვერ ხვდება თვითონ ჯერ მარა მერე გვიანი იქნება და წავიდეს მასეთი ფეღბურთელი არ გვჭირდება ჩვენ აქ
givi
02 ნოემბერი 2016 13:43
0
სახვეწარი რა გვაქვს ერთი ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში ძალით ნუ ვათამაშებთ, მერე იტყვიან პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი არისო, ქართველი ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებში თამაშობენ.
პაატა
02 ნოემბერი 2016 11:59
0
მენტალიტეტზეც ბევრია დამოკიდებული.ჯანო ანანიძეს დედა რუსი ყავს,მაგრამ სულით ქართველია.
jumber
02 ნოემბერი 2016 11:04
0
დაუზახეტ ნაკრებსჰი მიეციტ კარგი ხელპასი და იტამასჰებს რა ტო არ იტამასჰებს ისე ზოგ ზოგიერტებს სჰეიზლება არც აცკობდეს ჯიკიას ნაკრებსჰი აკვანა კაცმა მსოპლიო უნდა იტამასჰოს ცჰივაზესი და სულაკველიზის გარდა ვისააკვს მსოპლიო ნატამასჰები
shalva
02 ნოემბერი 2016 10:23
0
რაც მთავრობა გვყავს მაგის მიმდევარი ფეხბურთელებიც გვეზრდებიან.
dddd
02 ნოემბერი 2016 09:44
0
მე ჯიქიაზე მეტად იმ ქართველების მიკვირს გამართლებას რომ ცდილობთ.ჯიქია ქართველი ეტყობა მხოლოდ გვარითაა და თუ არ სურს არც მაინტერესებს.გაუმარჯოს ანანიძეს გვილიას და რა თქმა უნდა ფოცხვერიას.საქართველოს გაუმარჯოს
Mikheil
02 ნოემბერი 2016 00:45
0
მიხეილ ფოცხვერიამ რო აირჩია საქართველოს ნაკრები რა მივეცით როგორც ქვეყანამ ისე ხალხმა იმდენი რაც დაკარგა მესმის მიშასი უყვარდა ქვეყანა და გააკეთა მის სასარგებლოდ არჩევანი მარა ეხლა რა დღეშია რა უჭირს რა ულხინს იცის ვინმემ იმ დღეს დავინახე ისე ეცვა გაგიტყდებოდა კაცს რო მისჰას ისე აცვია კაცს მილიონები უნდა ქონოდა შახტარში
fexburteli
01 ნოემბერი 2016 22:45
0
ვისაც არ უნდა საქარველოს ნაკრებში თამაში, არც უნდა ეხვეწო, ჩვენი ქვეყნის ნაკრების მაისური ასჯერ მეტად ფასეულია ვიდრე ჯიქია და თუნდაც მეს იყოს!!! რა ისტერია გამართეთ ამ ჯიქიაზე? ან რას ნიშნავს სპორტსმენმა თვითონ უნდა აირჩიოს სად უნდა ითამაშოს? ჯერ კაცი უნდა იყო და მერე პროფესია. ეგ ჯიქია სულით ხორცით არის რუსი და თავისიანებთან ითამაშებს, ასე, რომ დავიკიდოთ და 12-ში ჩვენებს უგულშემატკივროთ.........
KGB
01 ნოემბერი 2016 22:30
0
ეს მხოლოდ ფეხბურთელის გადასაწყვეტია და არა რომელიმე ფედერაციის,თვითონ აირჩია რუსეთის ეროვნული ნაკრები და ამისთვის აჟიოტაჟის ატეხვა არღირს, ეროვნულში თამაშს თვითონ უნდა ნატრულობდეს და არ უნდა ეხვერწებოდეს ფედერაცია. არა მგონია ჩვენს ცენტრალურ მცველებზე ისე მაღალ დონეზე იდგეს რომ ესეთ გამოხმაურებას იწვევდეს, მას სურს რუსეთის ეროვნულში თამაში? ითამაშოს!
romandro
01 ნოემბერი 2016 21:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული