გერმანიის მოქალაქეობის მქონე ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და დუბლიც გაიფორმა.
პირველი გოლი გოგიამ მატჩის 26-ე წუთზე, შორეული, ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა და ანგარიშით 0:2 გახადა. დუბლი კი აკაკიმ შეხვედრის 50-ე წუთზე შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით "დინამოს" 19 ქულა დაუგროვდა და ამჟამად სატურნირო ცხრილში მეექვსე-მეშვიდე ადგილებს "ფორტუნასთან" იყოფს.
აღსანიშნავია, რომ ეს აკაკი გოგიას მეორე დუბლია მიმდინარე ჩემპიონატში.