სავარაუდოდ, ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებს მოლდოვასთან ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს ტრავმა აქვს და არსებობს საშიშროება, რომ ეროვნულ გუნდს მოლდოვასთან 12 ნოემბერს გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმაროს.

მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა ჰავბეკმა ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში, სტუმრად "ტომთან" გასამართი მატჩის წინა ვარჯიშზე მიიღო. ამის შესახებ გამოცემა "სპორტ ექსპრესს" კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლეონიდ ტრახტენბერგმა აცნობა, რომლის თქმით, ანანიძეს თეძოს კუნთი აწუხებს.

ტრავმის გამო ჯანო "ტომთან" მატჩის განაცხადში არ მოხვდა, დაზიანების ხარისხის შესახებ უფრო დეტალურად კი ორშაბათს, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის
შესარჩევი ციკლის მატჩს მოლდოვასთან 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
imedebi gaazrua federaziam, moashoret eg kobiashvili da mujiri kartul fexburts, araprofesionalebi arian, tavidnen gldanshi da sadaz undat, nutu iseti kazi ar moizebna sakartveloshi, rom samrtlian gadatkvetilebebs igebdnen maksimalurad daixarjos!
kartveli
20:26 05-11-2016
0
ქართველებმა იმდენად შეიყვარეს ფული რომ ლიჟბი ბევრი აახიონ ქვეყანას და ფეხებზე ჰკიდიათ ფეხბურთიც, ერიც და გულშემატკივრებიც, დაავადებული ერი ვართ, ფულის სინდრომით, საცოდავი ერი, ისტორია არ გვინდა ჩვენი და ხედავთ სანამდე დაეცა ერი, ვინც წარსულს პატივს არ სცემს იმას მომავალიც არ გააჩნია როგორც ერს, დააკვირდით ყველგან უზნეო ხალხი მიძვრება მაღალ ეშელონებში, ვითომდაც ხალხის რჩეული იყვნენ, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს , ნუთუ ერთი პატრიოტი არ გამოჩნდება საქართველოში ვინც ყველას გასაგონად სიმართლეს ეტყვის მთელ საქართველოს!
giorgi
21:18 05-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული