სპორტი არ დამვიწყებია - კალაძემ იტალიურ გუნდებს საბა კვირკველია ურჩია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი მცველი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ვებგვერდ Secolo XIX-სთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ ვის ურჩევდა კალაძე იტალიურ გუნდებს, ყოფილმა ფეხბურთელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"საბა კვირკველია - საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი. 

ახალგაზრდა ფეხბურთელების განსავითარებლად ბევრს ვაკეთებთ და გარკვეული დროის შემდეგ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ვარ, სპორტი არ დამვიწყებია", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად კახა კალაძე ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობს და პარტია "ქართული ოცნების"
გენერალური მდივანია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამას ფეხბურთის შველა რომ დომებოდა,ან სპორტის მინისტრად წავიდოდა,ან კიდე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად,მაგრამ ხომ ხედავთ სადაც მეტი ფულია იქ არჩია,პოლიტიკაში ერის მხსნელად მოსულმა კაცმა.
თენგო
16 ნოემბერი 2016 13:16
0
ბატონო კახა, მომავლი თქვენია?!
isemc
15 ნოემბერი 2016 16:06
0
უშველე ცოტა ქარტულ ფეხბურთს არ შეგიძლია
dato
15 ნოემბერი 2016 14:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული