"ქაირათის" თავკაცმა კახაბერ ცხადაძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:
"დიახ, თასის ფინალი გამორჩეული მატჩია ჩემთვისაც და გუნდისთვისაც. ფინალში ქვეყნის ორი უძლიერესი გუნდი გავიდა, ამიტომ ძალიან საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა გველის. ამინდის მიუხედავად, მოედანი იდეალურ მდგომარეობაშია. ასე რომ, ფეხბურთელებს თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობების გამოვლენა შეეძლებათ.
არშავინი და ტიმოშუკი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან და ხვალინდელ მატჩში მათი იმედი მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფეხბურთელებთან მუშაობა. გუნდში ერთი კი არა, რამდენიმე ლიდერი
რა თქმა უნდა, ფანები ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელიან. ჩვენი მიზანი კი ფეხბურთელების საუკეთესო კონდიციებამდე მიყვანაა".