ჰოკეი თუ ფეხბურთი - ცხადაძემ ტიტულის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
19 ნოემბერს კახა ცხადაძის "ქაირათი" ალმათიში ყაზახეთის თასის ფინალურ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონს "ასტანას" შეხვდა.

შეხვედრა "ასტანას" გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. გამომდინარე აქედან ცხადაძემ "ქაირათში" ყოფნის განმავლობაში პირველივე სეზონში ტიტულის მოპოვების შანსი გაუშვა ხელიდან.

შეგახსენებთ, რომ "ქაირათი" ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა, არადა ცხადაძის მოსვლის პერიოდში გუნდი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებოდა.

აქვე გთავაზობთ ცხადაძის მატჩისშემდგომ კომენტარს, რომელიც მან პრესკონფერენციაზე გააკეთა.

Sportall.Ge

"ვულოცავ "ასტანას" თასის მოგებასა და ჩემპიონობას. რაც შეეხება თამაშს, რა თქმა უნდა ამინდმა საკუთარი კორექტივები შეიტანა. ნაკლები ფეხბურთი, მეტი ბრძოლა და გრძელი
გადაცემები იყო.

სტანდარტები "ასტანას" კოზირია. ამის მიუხედავად მაინც ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ უბრალოდ არ გაგვიმართლა. მეტოქეს თითზე ჩამოსათვლელი მომენტები ჰქონდა. სამწუხაროდ, ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ფეხბურთი ასეთ რამეს არ გპატიობს. ჩვეულებრივ სიტუაციაში მივიღეთ ბურთი. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სამარცხინო არაფერია და მათ ღირსეულად ითამაშეს. განვმეორდები და ვიტყვი, ჩვენ არ გაგვიმართლა.

- არავინ შეგიცვლიათ, არ გყავდათ ფეხბურთელი, რომელიც თამაშს გააძლიერებდა?
- ფორვარდი არ გვყავდა, რომ მოედანზე შემოგვეყვანა. ამიტომ ბოლო 10 წუთი მარკოვიჩს ვთხოვეთ მეორე თავდამსხმელად ეთამაშა.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც თავდასხმაში თამაში შეეძლო ტურისბეკი იყო, მაგრამ მან წითელი ბარათი მიიღო, როცა ანგარიში 3:0 იყო. მრცხვენია იმ არბიტრის გამო, რომელმაც მას ორი ყვითელი ბარათი უჩვენა. ამით მან ახალგაზრდა ყაზახ ფეხბურთელს თასის ფინალში თამაშის საშუალება არ მისცა.

ჩვენ აპელაცია შევიტანეთ, მაგრამ ის არც კი განიხილეს. შეხედეთ მსოფლიო ფეხბურთს, იქ ფიფას პრეზიდენტი ვიდეოგამეორებას უყურებს, რომ გაერკვიოს.

თადარიგში გვყავდა ახალგაზრდა ფეხბურთელები, მაგრამ არ მგონია, რომ მათ თამაშის გაძლიერება შეეძლოთ. ამიტომ შეცვლა არ გაგვიკეთებია.

თუმცა შეამჩნევდით, რომ სეზონის ბოლო შეხვედრაში"ასტანას" ფეხბურთელები დაიღალნენ, ხოლო ჩვენი ფეხბურთელები ფუნქციონალურად კარგად გაოიყურებოდნენ.

- არ გგონიათ, რომ ინსპექტორს სხვა დღეზე უნდა გადაეტანა მატჩი?
- ამაზე ახლა ვერ ვისმჯელებ. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ასეთი ამინდი "ქაირათის" საწინააღმდეგოდ იქნებოდა. ამან პრობლემები შეგვიქმნა, განსაკუთრებით პოზიციური შეტევის დროს.

- როგორი იყო არშავინისა და ტიმოშუკის რეაქცია ასეთ მინდორზე თამაშისას?
- მათ იცოდნენ, რომ უნდა ეთამაშათ. გამოვიდნენ მოედანზე და იბრძოლეს. მადლობელი ვართ მათი, რომ ხასიათი და სიმამაცე გამოავლინეს. "ქაირათი" არ იმსახურებდა წაგებას. ეს ფეხბურთია. ხდება ხოლმე, როცა ნახევარმომენტი გოლად იქცევა, ხოლო ნაღდი მომენტი ვერა.

მინდა სწორად გამიგოთ. "ქაირათს" თამაში სხვანაირად აქვს აწყობილი და ასეთი ამინდი საკუთარი თამაშის ჩვენების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ პირობები თანაბარი იყო.

მომზადებულია fckairat.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
კახა და ჰიხო ტკვენ ნამდვილი პროპესიონალები ხარტ
tristani managadze gagra
22:23 20-11-2016
0
კახა შენ მაგაზე არ იდარდო.ჩვენ,ნამდვილი ქართველი გულშემატკივრები შენთან ვართ.
Zaza
19:17 20-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული