კახა ცხადაძე უცენზურო გამონათქვამებისთვის ყაზახეთში 300 ათასი ტენგეთი დააჯარიმეს

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ 300 ათასი ტენგეთი (დაახლოებით 2235 ლარი) დააჯარიმა. ქართველი სპეციალისტის დასჯის მიზეზი "ასტანასთან" ყაზახეთის თასის ფინალური მატჩის დროს, ოფიციალური პირების მისამართით მისი უცენზურო გამონათქვამები გახდა.

ყაზახეთის თასის ფინალური მატჩი ასტანაში 19 ნოემბერს გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ცხადაძეს განაჩენი 23 ნოემბერს გამოუტანა.

"აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქართველი სპეციალისტი წესრიგის დარღვევისთვის ჯარიმდება. ის ოქტომბერშიც დასაჯეს - იმავე "ასტანასთან" ჩემპიონატის მატჩის დროს, ცხადაძემ ტექნიკური
ზონა მსაჯის ნებართვის გარეშე დატოვა", - წერს ყაზახური საიტი nur.kz.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა კაცი გაუშვიტ ნაკრებიდან და ვინ მოატეიეს ხომ გვიტხრა კობიაშვილმა მე ვიგებ ჩემს ტავზეო ნაკრების შედეგსო ეხლა რას გვეტყვის
შოთა გუგეშაშვილი
20:38 23-11-2016
0
რა კაცი გაუშვეს. ტიტულებს რო ვერ იგებს??
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული