![](https://sportall.ge/pictures/image31/0e12fc26bd4880beeee9e37677089538.jpg)
27 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გუნდმა "კრასნოდარმა" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 90-ე წუთისთვის 0:1 მარცხდებოდა, საბოლოოდ 2:1 მოიგო.
ოქრიაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, გამარჯვების გოლი კი 94-ე წუთზე გაიტანა.
"კრასნოდარს" ამ გამარჯვებით 27 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში მესამეა და მეორეადგილოსან "ზენიტთან" სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.