თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში ულამაზესი გოლი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა.

27 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გუნდმა "კრასნოდარმა" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 90-ე წუთისთვის 0:1 მარცხდებოდა, საბოლოოდ 2:1 მოიგო.

ოქრიაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, გამარჯვების გოლი კი 94-ე წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"კრასნოდარს" ამ გამარჯვებით 27 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში მესამეა და მეორეადგილოსან "ზენიტთან" სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ყოჩაღ,თორნიკე!..ერთი ეგეთი გამარჯვებისა ვენაში.
1976-1981
27 ნოემბერი 2016 22:44
0
ნახეთ ამ მატჩის ბოლო 8 წუთი როგორი დრამატურგიაა. ოქრი კი ნამდვილად იქცა კრასნოდარელი ფანების კერპად.
tim
27 ნოემბერი 2016 22:34
0
ბრავო. კარიერის გოლი! ტალანტი+შრომა+იღბალი. ვულოავ დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით, იმედებით.
რეალური ისტორია
27 ნოემბერი 2016 22:27
0
ბრავო!!!
დათო
27 ნოემბერი 2016 22:25
0
იბრაგიმოვიჩის ტკუპის ცალი
godure
27 ნოემბერი 2016 22:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული