თორნიკე ოქრიაშვილი: მადლობა "ზენიტს", რომ არ დამიტოვა

AutoSharing Option
ულამაზესი გოლის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილი არაერთი სპორტული გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა. ამჯერად ქართველმა ფეხბურთელმა "სოვეტსკი სპორტთან" ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ "ზენიტმა" ის თავის დროზე არ აიყვანა.

- ლეგიონის უქმეები: სუპერგოლი, რომელმაც მთელი რუსეთი აალაპარაკა [VIDEO]
- ოქრიაშვილის პორტრეტი: როგორ იძია შური თორნიკემ "ზენიტსა" და ლუჩესკუზე

"არ მახსოვს, რა ხდებოდა გოლის შემდეგ"
- თორნიკე, ამ ამბის შემდეგ როგორ გეძინათ?
- შინ დაბრუნებულს თავიდან არ მეძინებოდა. მხოლოდ ღამის სამ საათზე შევძელი დაძინება. ეიფორიაში ვიყავი. ყველა მირეკავდა, მილოცავდა. ვფიქრობდი, ეს
რა გოლი გავიტანე-მეთქი, თანაც ვის - "ზენიტს"!

- იმ მომენტში რთული არა მარტო დარტყმა იყო, არამედ - დაცემაც. რამე ხომ არ იტკინეთ?
- დაშვება კარგი გამომივიდა, რადგან ასე პირველად არ დავარტყი. ჩვენმა მწვრთნელმა იგორ შალიმოვმა გვითხრა, რომ ასეთ დარტყმებზეც გვევარჯიშა. შესაბამისად, ასე ხშირად ვურტყამდი, აი, გოლი კი პირველად გავიტანე.

- მამათქვენს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ბავშვობაში მსგავსი გოლები გაგიტანიათ...
- დიახ, თუმცა დიდ ფეხბურთში აღარ გამომდიოდა.

- მაგრამ მომენტი კარგად შეარჩიეთ - ტოპ-მეტოქე, მატჩის დასასრული. საერთოდ, ასეთი დარტყმის დახვეწაზე როგორ უნდა ივარჯიშო?
- ყოველ კვირა გვაქვს ვარჯიში, სადაც ფეხბურთელები მაღალ ან დაბალ გადაცემებს აკეთებენ. ჩვენ კი ტრაექტორიის მიხედვით ვურტყამთ. "მაკრატელაც" სრულდება.

- შეიძლება ითქვას, რომ ეს განსაკუთრებული მატჩი იყო? თქვენ ხომ თამაშობდით იმ "ზენიტის" წინააღმდეგ, სადაც 2010 წელს სინჯებზე იყავით, მაგრამ არ აგიყვანეს და ასევე - მირჩა ლუჩესკუს წინააღმდეგ, რომელმაც არ მოგცათ შანსი, თავი "შახტარში" გამოგევლინათ...
- რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ასე გამოვიდა. ლუჩესკუ არასდროს მენდობოდა, არ მათამაშებდა. "ზენიტშიც" 2010-ში მითხრეს, რომ ჯერ ადრე იყო... ახლა კი ისე გამოვიდა, რომ ლუჩესკუს და "ზენიტს" გავუტანე. სიტყვები არ მყოფნის. ახლაც არ მჯერა. ასეთი რამ ჯერ არ მქონია.

- არბიტრმა არ დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა, როცა "კრასნოდარის" ფეხბურთელმა ფლანგზე ბურთი მიიღო და შემდეგ საჯარიმოში ჩააწოდა. რას ფიქრობთ ამ ეპიზოდზე (საუბარია ოქრიაშვილის გოლის მომენტზე)?
- მომენტი ვნახე. დიახ, თამაშგარე იყო. არბიტრი შეცდა, მაგრამ მანამდე იყო ეპიზოდი, როცა გაზინსკის ცხვირი გაუტეხეს. იქ ასპროცენტიანი პენალტი და წითელი ბარათი იყო. მაშინ "ზენიტს" გაუმართლა, რომ მსაჯმა ის მომენტი ვერ დაინახა. იმავე მსაჯმა შემდეგ უკვე ჩვენი თამაშგარე ვერ შენიშნა.

- მოკლედ, ათამაშდით...
- დიახ! ეს რევანში იყო იმ ეპიზოდის გამო. საწყენი იქნებოდა, რომ ასეთი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვლილიყო.

- დაინახეთ, თქვენი დარტყმის შემდეგ როგორ შევიდა ბურთი კარში?
- დიახ, დავინახე, მაგრამ რა ხდებოდა გოლის შემდეგ 10-15 წამის განმავლობაში, არ მახსოვს. როგორ მივრბოდი, როგორ აღვნიშნავდი... ეს სუპერადრენალინი იყო. ასეთ სიამოვნებას მხოლოდ ფეხბურთისგან თუ მიიღებ.

"იბრაგიმაშვილთა ფოტო ვნახე"
- არ გაგახსენდათ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი, რომელიც მან ინგლისის ნაკრებს გაუტანა? მართალია, იქ უფრო დიდი მანძილი იყო კარამდე...
- ინტერნეტში ფოტოც კი ვნახე, სადაც იბრაგიმაშვილის ხელმოწერა იყო. ზლატანი მაშინ იქ ურტყამდა, სადაც უნდოდა. მეც ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული.

- შესაძლოა ითქვას, რომ ეს რევანშია - თქვენ უპასუხეთ "ზენიტს", რომელსაც თქვენ არ დასჭირდით?
- არ მინდა, ასე უხეშად გამომივიდეს. წყენა არავის მიმართ მაქვს. უბრალოდ, რაც ხდება, ყველაფერი კარგისთვის ხდება. "ზენიტში" რომ დავრჩენილიყავი, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა და არც ეს მომენტი იქნებოდა. ამიტომ მადლობა "ზენიტს", რომ არ დამიტოვა. სხვა შემთხვევაში "კრასნოდარში" არ ვიქნებოდი.

- ქართველი ფეხბურთელებიდან რუსეთში ყველაზე მეტს ვისთან ურთიერთობთ?
- ანანიძესთან, ჭანტურიასთან და რა თქმა უნდა, ლორიასთან. თითქმის ყველასთან ვმეგობრობ.

- წარმოშობით საიდან ხართ?
- თბილისიდან.

- ჩემი კოლეგა შვებულების დროს საქართველოში იყო და დღემდე შთაბეჭდილების ქვეშაა. ადამიანები, ბუნება და ღვინო ძალიან მოეწონა. თქვენ რომელი ღვინო გიყვართ?
- ტვიში, ნახევარტკბილი - ძალიან მაგარია.

- და კერძი?
- ხინკალი.

- სწორად გავიგე - ასეთი გოლი რომ გაიტანო, ბევრი ხინკალი უნდა ჭამო?
-  ალბათ, ხუმრობთ, ხომ (იცინის)? ხინკალს ბევრს ვერ შეჭამთ, მაქსიმუმ, 5-7 ცალს. მაგალითად, მე მეტს ვერ ვჭამ. აი, როცა ჩემთან სტუმრები ჩამოდიან რუსეთიდან ან უკრაინიდან, 12-15 ცალს ჭამენ, ოღონდ მართლა.

- თუ გავითვალისწინებთ, როგორ ამზადებენ საქართველში, არ მიკვირს...
- ხინკალს ურიგოდ არც რუსეთში, ქართულ რესტორნებში ამზადებენ, მაგრამ საქართველოში მაინც უკეთესია.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბავშვთა ბაღი :)
jarji21
14:17 29-11-2016
0
ჯიგარსონ ერთი ამ ბიჭის იმედი მაქვს მაგარი ტექნიკურია სუფთა ქართულ ფეხბურთს თამაშობს და შეშასავით არ არის როგორც მაგალითად დვალიშვილი . კრასნოდარიც ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის გენკებს და ეგეთებს კი ჯიობია ზენიტზე მოგება არ არის ხუმრობა საქმე
ბაბაია
17:46 29-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული