როგორ გადაეხვია აფხაზი ქართველს!.. სასიამოვნო კადრი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის XV ტურში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" დრამატული შეხვედრის ბედი 94-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ულამაზესი "მაკრატელათი" გადაწყვიტა. ორი დღეა, რუსები საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" შემტევის სუპერგოლზე ლაპარაკობენ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში კი მისი ინტერვიუები ვრცელდება.

- ლეგიონის უქმეები: სუპერგოლი, რომელმაც მთელი რუსეთი აალაპარაკა [VIDEO]
- თორნიკე ოქრიაშვილი: მადლობა "ზენიტს", რომ არ დამიტოვა

ასევე გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აღნიშნეს "კრასნოდარის" ფეხბურთელებმა მოგება და გასახდელში როგორ შეხვდნენ ოქრიაშვილს.

- როგორ შეხვდნენ თორნიკე ოქრიაშვილს "კრასნოდარის" გასახდელში [VIDEO]

იქ ერთი საინტერესო დეტალი იყო: თორნიკეს "კრასნოდარის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი
გადაეხვია და მამობრივი სიყვარულით მიმართა - "რამდენი სცადე და ბოლოს მაინც გამოგივიდა, გენაცვალე".

ბევრმა არ იცის, რომ ეს ჭაღარა კაცი "კრასნოდარის" გენერალური დირექტორი, აფხაზი - ვლადიმირ ხაშიგია. ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან სასიამოვნო კადრია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
lali-s ხო რათქმაუნდა მე ჩემი სახლიდან სოხუმიდან ევროპამ და ამერიკამ გამომაგდო, და არა აფხაზმა ან რუსმა .ხანდახან მგონია რომ ზოგი ჩვენი მოქალაქე მთვარეზე ცხოვრობს და წარმოდგენა არააქვს რამოხდა ან რახდება საქართველოში . ან რაღაცის სანაცვლოდ ყველაფერს ივიწყებენ.რავქნა ვერ ვივიწყებ სახლს , წართმეულ ბავშვობას და გარდაცვლილ ახლობლებს.
irma
13 დეკემბერი 2016 23:25
0
აბა ეს მტარვალი მაჯლაჯუნა ევროპელები ვალოდია მცირესთან წყალს გვიმღრევენ!!:))
lali-s
07 დეკემბერი 2016 12:51
0
ასე იყო ყოველთვის არის და იქნება ეგ აშშ-ს და ევროპის მონები და ფულის გამომძალველები რომ არა
lali
07 დეკემბერი 2016 12:02
0
ყოჩარ ოქრიაშვილი ძალიან გაგვახარე.
guram
02 დეკემბერი 2016 12:04
0
ოთარს ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ ქართველი (თუნდაც სპორტსმენი) რუსეთის ინტერესებს არ უნდა ემსახურებოდეს.
ილია
01 დეკემბერი 2016 10:18
0
სპორტიც პოლიტიკაა და იქ რუსების გამრთობი საქართველოს არასდროს არ წაადგება, ჩვენი სამშობლოსთვის დაღუპული ბიჭების უპატივცემლობაა ზოგიერთი მლიქვნელის გამოხტომები
ომის ვეტერანი
01 დეკემბერი 2016 09:06
0
Toko sheni fani var jigri
Beso
01 დეკემბერი 2016 01:49
0
ეს დზალიან სასიამოვნოა, კინელი უნდა გალგვეს და ეს ასე იკნება, ჰვენ ხომ ერტნი ვარტ.
vaxo
30 ნოემბერი 2016 23:24
0
თავს ნუ იტყუებთ. ხაშიგის ჩახუტებას არაფერი საერთო არ აქვს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დღევანდელ რეალობასთან. აფხაზთში მცხოვრებთ ისეთი პროპაგანდა უტარდებათ, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირში მიმდინარე ანტიფაშისტური პროპაგანდა ბავშვურ თამაშად მოგეჩვენებათ. ქართველის და საქართველოს რაიმე დადებით კონტექსტში ხსენებაზე მინიმუმ სიტყვერ შეურაცხყოფას აყენებენ, ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებიან. მოკლედ, არანაირი ურთიერთობის სურვილი არ გააჩნიათ. ამ ყველაფერში განსაკუთრებით სომხები აქტიურობენ.
ოთარი
30 ნოემბერი 2016 17:15
0
,,არ ელოდება" მაგარია, არავინ ეკითხება მაგათ დალოდებას, ეს საკითხი ცოტა ზემოთ გადაწყდება ცოტა მოგვიანებით თუ მანამდე საერთოდ დარჩნენ ეგენი ბუნებაში უბიხებივით
Irakli apkhaidze
30 ნოემბერი 2016 17:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული