ლეგიონი. "ეთნიკოსმა" "არისს" ნიკა კაჭარავას დუბლით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 4 დეკემბერს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში დუბლი გაიფორმა ნიკა კაჭარავამ. კაჭარავას "ეთნიკოსმა" "არისს" უმასპინძლა და მეტოქე სწორედ ქართველი ფორვარდის გოლებით დაამარცხა - 2:0.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კაჭარავა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლები 47-ე და 61-ე წუთებზე გაიტანა, 84-ე წუთზე კი მოედანი დატოვა. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლის დროს კაჭარავას საგოლე გადაცემა ნიკა ყიფიანმა გაუკეთა, რომელმაც თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 76 წუთი დაყო.

"ეთნიკოსის" შემადგენლობაში შეუცვლელალდ ითამაშა გია გრიგალავამ, გიორგი ილურიძე კი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა.

14 ქულით "ეთნიკოსი" სატურნირო
ცხრილში მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აუცილებლად უნდა დაუძახონ ნაკრებში,თორემ ეს იქნება დანაშაული.
ქალაქელი
10:20 05-12-2016
0
არა და პოკერი გააკეტა მოლდოვას თამაშამდე რამდენიმე დღის წინ.
Irakli apkhaidze
09:57 05-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული