24 წლის ფეხბურთელის თქმით, დაახლოებით 2-3 დღეში ცნობილი გახდება იმ კლუბის ვინაობა, სადაც ის კარიერას გააგრძელებს.
- თავდაპირველად, კლუბში არსებულ სიტუაციაზე გკითხავ. გაქვს თუ არა ჯერ კიდევ იმედი იმისა, რომ გათამაშებენ?
- არა, საერთოდ არაფერი შეცვლილა - ყველაფერი ცუდისკენ მიდის. თითქმის გადაწყვეტილია, რომ გუნდს შევიცვლი.
- რუსულ მედიაში კიევის "დინამოსა" და ტულის "არსენალის" ინტერესზე დაიწერა. ითქვა ისიც,
- არ ვიცი, ვინ რა დაწერა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, პირადად ჩემთვის არავის დაურეკავს. თუ ეს ვარიანტები რეალურია, აუცილებლად დამირეკავენ და ყველა გავიგებთ.
- თავად თუ ხარ მზად, "ლოკომოტივის" ვარიანტი განიხილო?
- აუცილებლად. ყველა ვარიანტს განვიხილავ და გამონაკლისი არც "ლოკომოტივი" იქნება.
დღესაც მაქვს რამდენიმე ვარიანტი, იგივე ევროპიდან, მაგრამ წინასწარ არაფრის თქმა მსურს, არ იქნება ლამაზი. 2-3 დღეში გაირკვევა, თუ სად წავალ.
- კალაძემ იტალიურ კლუბებს შენი თავი ურჩია. კლუბის მოძიებაში თავად კალაძეც ხომ არ გიწყობს ხელს?
- არა, არა. არ მქონია არც კალაძესთან და არც ვინმე სხვასთან ამაზე საუბარი.