ჩისამბა ლუნგუ: ...ამიტომაც ვერ ვითამაშე საქართველოს ნაკრებში

AutoSharing Option
გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელმა ეკატერინბურგის "ურალში", ზამბიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ჩისამბა ლუნგუმ ის პერიოდი გაიხსენა, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი ჰქონდა...

მოგეხსენებათ, კარიერის დასაწყისში ჩისამბა ლუნგუ ზუგდიდის "ბაიას" ღირსებას იცავდა და სწორედ ამის შემდეგ გადავიდა "ურალში", სადაც 2010 წლიდან თამაშობს. ამ დროისთვის, 25 წლის ლუნგუს ზამბიის ნაკრებში 39 მატჩი აქვს ჩატარებული.

"საქართველოში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. 100 წლის ნაცნობივით მექცეოდა ყველა. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც მათი ოჯახის წევრი. პირველი ფერადკანიანი ვიყავი ზუგდიდში.

კლუბის პირველივე ვარჯიშზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა
ჩემ სანახავად. ყველა სიხარულით მხვდებოდა. ერთი ეგაა, მე არ ვიცოდი ქართული, მათ კი თითქმის არ იცოდნენ ინგლისური.

საქართველოს მოქალაქეობა მაშინ მივიღე, როცა ზამბიაში კარგად არც კი მიცნობდნენ. "ბაიას" პრეზიდენტი გაკვირვებული იყო იმის გამო, რომ არ მიწვევდნენ ზამბიის ნაკრებში. ამის შემდეგ ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და დამეხმარა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში. მერე ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად წავედი შეკრებაზე.

სანამ ნაკრებში დამიძახებდნენ, ჩემი ხელფასი 300 დოლარი იყო, მერე 1 500 დოლარი გახდა. ერთი წლის მერე წავედი "ურალში", სადაც ხუთჯერ მეტი ანაზღაურება შემომთავაზეს.

მე ვიყავი მზად, მეთამაშა საქართველოს დროშის ქვეშ, მაგრამ ზამბიურმა მხარემ ფიფას მიმართა და მათ მითხრეს, რომ საქართველოს სახელით თამაშის უფლება მხოლოდ მოქალაქეობის მიღებიდან 5 წლის თავზე მექნებოდა.

მერე, 2010 წელს, "ურალში" ჩავირიცხე და მივიღე მიწვევა ზამბიის ნაკრებიდან. ამიტომაც ვერ ვითამაშე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში", - უთხრა ლუნგუმ matchtv.ru-ს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
didi kuradgebit mousminet grusebo am ucxo tomel feradkanian kacs.ar vart qartvelebi cudi xalxi.
temo
16:13 19-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული