შლაგბაუმი - რა უშლის ხელს ლევან მჭედლიძის ბრიტანულ ტრანსფერს?

AutoSharing Option
22 დეკემბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველოს ნაკრები, წინა თვესთან შედარებით, ერთი პოზიციით დაწინაურდა და 281 ქულით 118-ე ადგილზეა. ამ წერილში კი ჩვენ სხვა პრიზმაში შევხედავთ მოვლენას...

იყო დრო, დავით ყიფიანის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგს მიაღწია და 42-ე ადგილზე აღზევდა. ფიფას ბოლო რეიტინგი გარკვეულ კავშირშია ინფორმაციასთან, რომლის მიხედვითაც, ლევან მჭედლიძეს ინგლისის პრემიერლიგაში იწვევენ.

- "ლევან მჭედლიძის შეძენა პრემიერლიგის კლუბებს 2 მლნ ევროდ სურთ, მაგრამ..."

უცებ მთელმა საქართველომ შეიტყო იტალიური გამოცემა gazzamercato-ს მიერ გავრცელებული სიახლე, თითქოს საქართველოს ნაკრებისა და იტალიური
"ემპოლის" თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში უმთავრდება და პოპულარული გამოცემა ამტკიცებს, რომ ბრიტანელები მზად არიან, 26 წლის ქართველის ტრანსფერში 2 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მჭედლიძეს ნამდვილად აქვს ის პოტენციალი, ტოპლიგებში რომ ითამაშოს. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ მომჯობინდა, ფორმაში შევიდა და სერია A-ს ბოლო ორ ტურში 3 გოლი გაიტანა და "ემპოლის" საუკეთესო ბომბარდირია...

- ლეგიონი: ლევან მჭედლიძემ "ატალანტასაც" გაუტანა [VIDEO]
- ლეგიონი: ლევან მჭედლიძის დუბლი და სელფი "კალიარისთან" [VIDEO]

მაგრამ, არის ერთი "მაგრამ" - ფიფას რეიტინგზე მოგახსენებთ. ინგლისში მოქმედი კანონმდებლობა არაევროკავშირელებთან მიმართებაში ძალიან მკაცრია და ეს მარწუხები ქართველებსაც ბოჭავს.

ჯერ ერთი, ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში რომ ჩაირიცხოს, ბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში თამაშების 75 პროცენტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

2015-16 წლებში საქართველომ 18-ჯერ ითამაშა, მჭედლიძემ კი მოედანზე მხოლოდ 8-ჯერ გავიდა. თუმცა, ამ კუთხით გამონაკლისებს მაინც უშვებენ და, შესაძლოა, დაინტერესების შემთხვევაში, კლუბის ინტერესი გაითვალისწინონ.

მეორე და გადაულახავი ზღუდე ფიფას რეიტინგში საქართველოს პოზიცია გახლავთ: დიდი ბრიტანეთის სამეფოს შრომის სამინისტრომ პრემიერლიგაში საუკეთესოების თამაში რომ უზრუნველყოს, ამისთვის, ქვეყანაში მხოლოდ იმ ქვეყნის მოთამაშეებზე გასცემს სამუშაო ვიზას, რომლის ეროვნული ნაკრებიც, ტრანსფერის მომენტში, ფიფას რეიტინგში 70 საუკეთესოს შორისაა. შესაძლოა, გამონაკლისები აქაც დაუშვან. მაგრამ, სამწუხაროდ, მჭედლიძის ტრანსფერს ხელს ესეც შეუშლის.

სამწუხარო მაგალითები ადრეც გვქონია. მაგალითად, 2005 წელს გოგიტა გოგუა ისე შთამბეჭდავად გამოჩნდა ეროვნულ ნაკრებში, მისით შოტლანდიის ვიცე-ჩემპიონ "ჰართსის" ლიტველი მთავარი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი დაინტერესდა. მაგრამ მაშინ უკვე საუკეთესო 70-ს ქვეამოთ ვიყავით და ტრანსფერი ჩაიშალა.

ანალოგიური ისტორია გიორგი ქინქლაძისგან ვიცით. ორი წლის წინ მას ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ "ბირმინგემში" ჩვენი ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას გადაყვანა სურდა, მაგრამ მაშინაც დაბრკოლებად ფიფას რეიტინგი იქცა.

ასე რომ, ჩვენი ნაკრებისგან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას არავინ ითხოვს, მაგრამ უახლოეს წლებში მისი მიზანი 70 საუკეთესოს შორის მოხვედრა მაინც უნდა იყოს. სხვაგვარად, კიდევ ბევრჯერ დაინტერესდებიან ინგლისელები ქართველი მოთამაშეებით, მაგრამ ეს ტრანსფერი ურთულესი განსახორციელებელი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაგაც ზგაპრებს ნუ ყვებიტ მანჩესტერს ვმიყავს ტუ ჩელსის
შოთა გუგეშაშვილი
18:45 24-12-2016
0
სომხეთიც არ არის რეიტინგში 70 ქვეყანას შორის მაგარამ... ყველაფერი შეიძლება მოხდეს თუ მანჩესტერისნაირ გუნდს ენდომები :D
Akaki
19:01 24-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული