ოფიციალურად: გიორგი ჯიქია ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
ქართველი მცველი გიორგი ჯიქია მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი გახდა. ფეხბურთელმა მოსკოველებთან ხანგრძლივი კონტრაქტი დღეს, 26 დეკემბერს გააფორმა.

"ბედნიერი ვარ, რომ "სპარტაკმა" ჩემი გაფორმება ისურვა. ვეცდები, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო და კლუბს წარმატებასი დავეხმარო", - განაცხადა ჯიქიამ.

23 წლის მცველი აქამდე "ამკარის" ღირსებას იცავდა. რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჯიქიამ 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "სპარტაკში" საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გასაგებია,რომ არაა საქართველოში დაბადებული გაზდილი ისიც ვიცით,რომ პრობლემები შეექმნება კლუბში თუ საქართველოს ნაკრებში ითამაშებს მისი კარიერისთვის რუსეთის ნაკრებია საჭირო და ძალიან კარგ რუსულ კლუბშიც გადავიდა სადაც აუცილებლად ათამაშებენ და ძალიან კარგ ხელფასაც აიღებს ,რადგან რუსეთის ნაკრებს ძალიან უჭირს დაცვის ხაზში და სჭირდება ფეხბურთელები წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრებაში და კარიერაში ,მაგრამ ზუსტად პატრიოტიზმი ზუსტად ისაა,რომ ადამიანმა ჯერ ქვეყანა და ქვეყნის სახელი და ინტერესები დაყენოს წინ და მერე უკვე თავისი პირადი კეთილდღეობა ეს ადამიანი არის გენეტიკურად და წარმომავლობით ქართველი,მაგრამ პიროვნულად მენტალობით და გგებით რუსი.
giorgi
20:20 27-12-2016
0
ჯიქია თბილისში იყო სწორედ საქართველოს ნაკრებში თამაშის პერსპექტივის განსახილველად!ე.ი.უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში!ქართველია!
წინასწარ ნუ აკრიტიკებთ,თუ დეტალები არ იცით მოლაპარაკების..
პ.ს.აქ რა მოისმინა ნაკრებში თამშის პერსპექტივაზე?
ზაზა
14:04 27-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული