რამდენიმე წლის წინათ, "ქაირათმა" შესთავაზა წინადადება კაშიას, რომელზეც ქართველმა მცველმა უარი განაცხადა. იმ დროს "ქაირათის" თავკაცი ვლადიმირ ვაისი იყო, რომელიც ახლა საქართველოს ნაკრებს წვრთნის.
ახლა "ქაირათს" საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი კახა ცხადაძე წვრთნის და ყაზახური მედია იმედოვნებს, რომ ის კაშიას გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს.
ქართველით ასევე დაინტერესებულნი არიან დანიური "მიდტიულანდი" და ესპანური "ბეტისი", ასევე, თურქული "ტრაბზონი".