ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი ნათია სხირტლაძემ პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა და ანგარიში 1:2 გახადა, თუმცა მეორე ტაიმის საწყის 12 წუთში (ისევე, როგორც თამაშის სტარტზე) საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი გოლი გაუშვა და ამით საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
ლევან ბაჯელიძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: ნადირაშვილი, თოდაძე, მატვეევა (57. ბასილაძე), ჭიჭინაძე (37. ჩხარტიშვილი), ბაქრაძე, ჩემინავა, დანელია, ტატუაშვილი, ზაქაიძე (46. გორგაძე), სხირტლაძე, სუთიძე.
ევრო 2017
ა გ
1. შვეიცარია 5 5 0 0 22-3 15
2. იტალია 5 3 0 2 13-7 9
3. ჩეხეთი 4 2 0 2 8-9 6
4. ჩრ. ირლანდია 3 1 0 2 5-11 3
5. საქართველო 5 0 0 5 2-20 0
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"