ზამთრის თასი. A ჯგუფი: "გაგრამ" ჯგუფი 100-პროცენტიანი შედეგით მოიგო

AutoSharing Option
13 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში A ჯგუფის შეხვედრებით "ზამთრის თასი 2017" გაიხსნა.

პირველ მატჩში ერთმანეთს "გაგრა" და თბილისის "შევარდენი 1906" დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში, ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით, გაგრელებმა 6:5 გაიმარჯვეს. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლით გიორგი ტყეშელაშვილი და ლევან პაპავა გამოირჩნენ, თითო გოლი კი გიორგი ქურდაძისა და ლევან ქურდაძის ანგარიშზეა. თბილისელთა მხრიდან მეტოქის კარი ნიკოლოზ მაისურაძემ, ვაჟა ნემსაძემ და დავით ოდიკაძემ (3) აიღეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" გორის "დილა" 6:2
დაამარცხა. გორელთა კარი თორნიკე კაპანაძემ (3), ბექა ტუღუშმა, ბიძინა მახარობლიძემ და შოთა ბაბუნაშვილმა აიღეს. "ტორპედოს" კარში კი, გოლები ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა და ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანეს.

შემდეგ მატჩში გორის "დილამ" თბილისის "შევარდენი 1906" დამაჯერებლად, 11:4 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან ჰეთ-თრიკი დავით კაპანაძემ და ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა შეასრულეს, დუბლი - გიორგი მჭედლიშვილმა, თითო გოლი კი ლევან ნონიკაშვილმა, ნიკა ელიაურმა და ბექა გამცემლიძემ გაიტანეს. თბილისელთა მხრიდან კი, მეტოქის კარი ვაჟა ნემსაძემ, ილიამ კერძევაძემ და დავით ოდიკაძემ (2) აიღეს.

მომდევნო შეხვედრა ჯგუფის ლიდერებს შორის გაიმართა. "გაგრამ" ქუთაისის "ტორპედო" დაძაბულ შეხვედრაში 4:3 დაამარცხა. ანგარიში ბექა ტუღუშის გოლით ქუთაისელებმა გახსნეს, მაგრამ გაგრელებმა მალევე, ხუთწუთიან მონაკვეთში მეტოქის კარი ოთხჯერ აიღეს და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. გოლები გიორგი ვეკუასა და გიორგი ტყეშელაშვილის (3) ანგარიშზეა. "ტორპედომ" მეორე ნახევარში ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა, მაგრამ მეტი გოლი ვეღარ გაიტანა. ორჯერ მეტოქის კარი თორნიკე კაპანაძემ აიღო.

გადამწყვეტ შეხვედრაში "გაგრა" გორის "დილას" დაუპირისპირდა და მეტოქე 4:2 დაამარცხა. ანგარიში ნიკა კალანდარიშვილის გოლით გორელებმა გახსნეს, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და ლევან პაპავას დუბლითა და გიორგი ტყეშელაშვილის ერთი გოლით გაგრელებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. დარჩენილ დროში კალანდარიშვილმა სხვაობის შემცირება მოახერხა, გაგრელმა ლევან ქურდაძემ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ა" ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "შევარდენი 1906" 16:3 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები გიორგი ქიმაძემ (2), მერაბ გიგაურმა (2), თორნიკე კაპანაძემ (6), გიორგი გურულმა (3), ვაჟა ტაბატაძემ და გიორგი კუხიანიძემ გაიტანეს. ტორპედოელთა კარი კი ილია კერძევაძემ, დავით ოდიკაძემ და ბექა შუბითიძემ აიღეს.

დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება "გაგრამ" მოიპოვა. გაგრელებმა ჯგუფის სამივე შეხვედრა მოიგეს და შემდეგ ეტაპზე 9 ქულით გავიდნენ.

Sportall.Ge

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
რობო დიდი ....,ფეხბურთში
nikala
10:27 14-01-2017
0
ნიკალა მაგ სამ წერტილში შენ ხარ ნაგულისხმევი
რობო
14:23 14-01-2017
0

სიახლეები პოპულარული