"ზამთრის თასზე" საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
15 იანვარს, გულშემატკივარს ოლიმპიურ სასახლეში ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაშის ხილვა შეეძლება.

"ზამთრის თასზე" თბილისს მსოფლიო დონის გამორჩეული ფეხბურთელები ესტუმრებიან. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს უეფას გუნდიც.

საქართველო: გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, მურთაზ შელია, დავით მუჯირი, მიხეილ ყაველაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, მამუკა მაჭავარიანი.

ტურნირს ესპანეთის, თურქეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები ვარსკვლავური შემადგენლობით ეწვევიან.

გათამაშების ბილეთების გაყიდვა 15 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და მისი ფასი 2 ლარი იქნება.
ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსდა. ფონდის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

Sportall.Ge

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
უცხოელები ვინ იქნებიან?
პეტრე კუპრი
16:17 14-01-2017
0
ნუთუ 3 არველაძედან ვერცერთი ვერ მოხვდა ამ ვარსკვლავურ გუნდში,ესეც ხო პოლიტიკაა და ამას გვერდს აშკრად ვერ უვლით.მიუხედავად იმისა რომ კობის ვგულშემატკივრობდი სფფ არჩევნებზე მაინც აშკარად ჩანს პოლიტიკა ისე რომ არაფერს ერიდებით,სკამის გამო მეგობრებზეც შეგიძლიათ უარის თქმა.დაბლოკეთ ეხლა ეს წერილი
ბაჩო გ
18:02 14-01-2017
0

სიახლეები პოპულარული