"ზამთრის თასი 2017": საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა დღეს, 15 იანვარს "ზამთრის თასი 2017"-ის ფარგლებში პირველი შეხვედრა თურქეთის ვეტერანთა ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 7:4 დაამარცხა.

ანგარიში თავდაპირველად გიორგი დემეტრაძემ გახსნა. რამდენიმე წუთში ალექსანდრე იაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა, შემდეგ კი ალექსანდრე ამისულაშვილის ჯერიც დადგა, რომელმაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 3:0 გახადა. პირველი ტაიმის მიწურულს თურქებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს - თავი ევრენ თურანმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმი კვლავ ქართველთა შეტევით დაიწყო და ამან შედეგი მალევე გამოიღო: გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე გადაცემით ალექსანდრე ამისულაშვილმა დუბლი გაიფორმა. მალევე დუბლი ალექსანდრე
იაშვილმა და გიორგი დემეტრაძემაც მიითვალეს, რის შემდეგაც თავისი პირველი გოლი ლევან კობიაშვილმაც გაიტანა. კობიაშვილის გოლს თურქეთის სამი გოლი მოყვა - ჯერ კარტოფიმ გაიტანა, შემდეგ - ილმაზიმ, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ქუჩუქვარდარმა დააფიქსირა - 7:4.

დღესვე, 14:00 საათზე, საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს უეფას გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო:
გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მურთაზ შელია, გივი კვარაცხელია, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, კახა კალაძე, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მამუკა მაჭავარიანი.

თურქეთი:
კერემ ინანი, ორქუნ უშაქი, ემრე ერენი, ალი ერენი, მუსტაფა ქოჯაბეი, თიმუჩინ ბაიაზიდი, ლევენტ კარტოფი, ევრენ თურანი, იუსუფ თოქაჩი, მეჰმეტ ილმაზი, ალპ ქუჩუქვარდარი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული