აღსანიშნავია, რომ 54 ქვეყნის ჩემპიონატიდან მხოლოდ ორია, სადაც კლუბებს ლეგიონერების მიმართ დავალიანება აქვთ - ბელორუსი და საქართველო.
უეფას მონაცემების თანახმად, ევროპული ქვეყნებიდან, რომელთა ჩემპიონატების შემოსავლები 10 მლნ ევროდან იწყება, მხოლოდ ოთხი ვერ იღებს ეროვნული პირველობის მატჩების ტელეტრანსლაციიდან შემოსავალს - ირლანდია, ბელორუსი, ყაზახეთი და საქართველო.
Sportall.ge უეფას სრულ ანგარიშს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.