"სამტრედია" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
26 თებერვალს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ტორპედოელებმა მე-17 წუთზე შეძლეს. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი გიორგი გურულმა თავით "სამტრედიის" კარში გადაგზავნა და თავისი გუნდი დაააწინაურა.

სამტრედიელებმა გათაბრება 28-ე წუთზე მოახერხეს დავით რაჟამაშვილის გოლით, თუმცა უფრო მეტად ბრალეულობა როინ კვასხვაძეს მიუძღვნის, რომელიც აშკარად შეცდა.

პირველ ტაიმში ტორპედოელებმა მეორე ბურთი გაიტანეს, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა მანამდე მომხდარი წესების დარღვევის გამო.

მეორე ტაიმში კი გოლი უკვე სამტრედიელებმა გაიტანეს. 58-ე წუთზე კვასხვაძე ისევ შეცდა და საბოლოოდ ბურთი
კარში თავით გიორგი ბერიაშვილმა გადაგზავნა.

საბოლოოდ მატჩი "სამტრედიის" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა და გია ცეცაძის გუნდი სუპერთასის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ" პირველად მოიპოვა სუპერთასი.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
- გია ცეცაძე: რაც მეტი ასეთი თამაში იქნება ქართულ ფეხბურთში, მით უკეთესი
- "თუ რამე ნაკლი დაინახეთ, იცოდეთ, ეს ჩემი ბრალია და არა - ფეხბურთელების"

მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა"
სამტრედია-ტორპედო 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 გიორგი გურული (17), 1:1 დავით რაჟამაშვილი (28), 2:1 გიორგი ბერიაშვილი (58)

ძირითადი შემადგენლობები
სამტრედია: 12. ომარ მიგინეიშვილი, 4. ნიკა სანდოხაძე, 6. გიული მანჯგალაძე, 7. დავით რაჟამაშვილი, 8. თეიმურაზ მარკოზაშვილი, 11. გიორგი ბერიაშვილი, 14. დავით ჯიქია (71 გურამ სამუშია), 20. გიორგი ახალაძე, 21. ლაშა კასრაძე, 22. გიორგი მჭედლიშვილი, 26, გიორგი დათუნაიშვილი (კ)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 3. გურამ ადამაძე, 5. დავით ხურცილავა, 8. შოთა ბაბუნაშვილი (61 ნიკა საბანაძე), 9. თორნიკე კაპანაძე, 10. გიორგი კუხიანიძე, 13. ბიძინა მახარობლიძე, 17. გიორგი გურული, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე, 77. მერაბ გიგაური

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

სათადარიგო სკამი
სამტრედია: 30. ნიკა დაუშვილი, 10. დავით ჩაგელიშვილი, 15. რუდოლფ სუხომლინოვი, 16. დავით მანჯგალაძე, 17. აკაკი ნინუა, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 77 გურამ სამუშია

ტორპედო: 1. მაქსიმე ქვილითაია, 2. ვაჟა ტაბატაძე, 4. ანრი ჭიჭინაძე, 6. ოლეგ მამასახლისი, 7. გაბრიელ საღრიშვილი, 11. ნიკოლოზ საბანაძე, 88. ბექა ტუღუში

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, ჯ. ხორვა, დ. სანოძე, შ. ქუხილავა
მკითხველის კომენტარები / 28 /
კახა კალაძის თამაში მომეწონა ყველაზე მეტად, ეგ რომ არა მეორე გოლს ხომ ჩაუთვლიდნენ ტორპედოს...
anti
15:59 26-02-2017
0
გოლი რატო არ იყო ხალხო გაგვაგებიეტ რა
rezo
16:28 26-02-2017
0

სიახლეები პოპულარული