[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!

AutoSharing Option
ჩვენი ინფორმაციით, ოზურგეთში გაიმართა გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომელმაც 10 მარტისთვის გრფფ-ის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამის აუცილებლობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ პოსტის დატოვების შესახებ ფეხბურთის ფედერაციას მიმართა.

როგორც ცნობილია, ის 2015 წლის ოქტომბრის არჩევნებში რევაზ არველაძეს უჭერდა მხარს, ვადის გასვლამდე კი 3 წელიწადი ჰქონდა დარჩენილი.

"მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასთან, პირიქით, მათ დიდ პატივს ვცემ და წარმატებებს ვუსურვებ. უბრალოდ, გარემოებებმა მოიტანა, რომ მე სხვა მხარეს ვიდექი და მოღალატე ვერ გავხდებოდი.
მჯერა, მათ ესმით ეს. ამიტომ არ ჩავაყენებ ფედერაციის ახალ თავკაცებს უხერხულ სიტუაციაში და თავად გადავდგები, თუმცა დავრჩები "გურიის" და გურული ფეხბურთის გულშემატკივრად", - აცხადებდა მაშინ ებრალიძე.

ახლა ისმის კითხვა - ვინ შეცვლის მას? დადასტურებული ინფორმაციით, ეს იქნება დავით მუჯირი-უფროსი, ლეგენდარული თბილისის "დინამოს" ღირსეული წევრი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მამა. მას სამივე მუნიციპალიტეტის საფეხბურთო საზოგადოება დაუჭერს მხარს, შესაბამისად, ექნება ხმის მიმცემი სუბიექტების მხარდაჭერაც.

სახელოვანი ფეხბურთელი წარმოშობით ოზურგეთიდანაა და, სავარაუდოდ, ამიტომაც გავრცელდა ხმები, რომ რეგიონული ფედერაცია გურიის მთავარ ქალაქში გადააქვთ. ამ ხმების გავრცელება "გაამყარა" აღმასკომის სხდომის ოზურგეთში ჩატარებამ. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, სხდომა ლანჩხუთში იმიტომ არ ჩატარდა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბენია თავბერიძე იქ ჩასვლაზე უარს აცხადებს (ასე ამბობენ) და ოფისის გადატანაზე საუბარი არ არის.

გურიის ფედერაცია 2000 წელს დაფუძნდა. სფფ-ის მაშინდელი თავკაცის, მერაბ ჟორდანიას გადაწყვეტილებით, გრფფ-ის ოფისი ლანჩხუთში უნდა ყოფილიყო.

"მე არ მაინტერესებს სახელმწიფო დაყოფა, გურიის საფეხბურთო ცენტრი ლანჩხუთია", - აცხადებდა ჟორდანია.

ამ ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი იმედო დუნდუა გახლდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში (თან არაოფიციალურად), რეგიონულ ფედერაციას ალბერტ ლომაძე ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც პრეზიდენტი დურმიშხან ჩხაიძე გახდა, ეს უკანასკნელი კი ზემოთ ნახსენებმა ებრალიძემ შეცვალა.

გურული ფეხბურთის ირგვლივ სულ ხმაური იყო და მას სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ორჯერ ჩამოართვეს. პირველად ამით გიორგი ნემსაძემ იზარალა, მეორედ - რევაზ არველაძემ. ხმაურიანი იყო ებრალიძის ორივე არჩევნები - პირველად კონკურენტმა დურმიშხან ჩხაიძემ არჩევნებში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად თქვა უარი, მეორედ კი გრფფ-ის სათავეში მის მოსვლას ორი არჩევნები დასჭირდა - პირველი ჩაიშალა, რის გამოც არჩევნები თბილისში (პირველად) ჩატარდა!

რაც შეეხება 2017 წლის 10 მარტის არჩევნებს, მასალა მზად გვქონდა დასაბეჭდად, როცა "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ გასულ უქმეებზე ლანჩხუთში იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები - ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, სპორტული დირექტორი ზაზა ზამთარაძე და რეგიონების კურატორი გოჩა თამაზაშვილი.

ისინი რეგიონული ფედერაციის ოფისში ებრალიძეს შეხვდნენ. შეიძლება, ეს იმის დასტურიც იყოს, რომ ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა არ აქცევს ყურადღებას, ვინ სად იდგა სფფ-ის ბოლო არჩევნებზე და ეს ძალიან კარგია.

"დიახ, ბატონი კახა ჭუმბურიძე დამიკავშირდა და მე, თემურ ლორიასა და თენგიზ პატარაიას ერთად შეგვხვდა. ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და არჩევნებში სხვადასხვა მხარეს ყოფნა არ ცვლის ამ ურთიერთობას.

ამ ეტაპზე, მე ფეხბურთისგან გვერდით ვარ გაწეული და ამ მოცემულობაში პოსტზე დაბრუნებას გამოვრიცხავ, მერე კი ვნახოთ...

რა თქმა უნდა, სამომავლოდ მექნება სურვილიც და პრეტენზიაც, ისევ ფეხბურთში ვიყო და ცოდნა ამ საქმეს მოვახმარო. სწორედ ეს სურვილი იყო ბატონი კახას მხრიდანაც და დამიდასტურა, რომ ასეთია ლევან კობიაშვილის პოზიციაც. ჩემი მხრიდან კი დაგიდასტურებთ, რომ გურიის ფედერაციას ეყოლება ძალიან კარგი ხელმძღვანელი დავით მუჯირი-უფროსის სახით.

ჩვენ სტუმრებსა და გრფფ-ის მომავალ თავკაცს აღვუთქვით გვერდში დგომა გურული ფეხბურთის საკეთილდღეოდ", - გვითხრა კახა ებრალიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
კიევთან ამისი ავტოგოლი იყო სუპერი!
12
02 მარტი 2017 01:25
0
მუჯირის ბიცოლას აჭარის ფეხბურთი ხომ არ ჩავაბაროთ?
goga
01 მარტი 2017 19:37
0
ცოტა კორექტულად,გურიის საფეხბურთო ცენტრი ყოველთვის იყო არის და იქნება ლანჩხუთი და არა ოზურგეთი,რომელსაც ისტორიულად თავისი კლუბი ლამის სამოყვარულო დონეზე ყავდა და ყავს ლანჩხუთის გურიასთან შედარებით ამიგო...
givikos
01 მარტი 2017 18:01
0
ეეჰ აღარც რცხვენიათ???
1
01 მარტი 2017 17:27
0
Jer fexburti ozurgetshi da mere guriis federacia mand
guria
01 მარტი 2017 16:49
0
კაია, საქსტატს გაუხარდება! გურიის რეგიონული მშპ მოიმატებს 10-15 %-ით.
ეჰჰჰჰ
01 მარტი 2017 16:04
0
ოზურგეთში უნდა იყოს ოფისი
giviko
01 მარტი 2017 15:50
0
ოზურგეთი არის მთავარი ქალაქი და ლანჩხუთშ არ უნდა იყოს. წაიღეს ტვინი ამ ძველი ლანჩხუთის გურიით
giviko
01 მარტი 2017 15:48
0
ნეპოტიზმი ყვავის საქართველოში. რა აუცილებელი იყო დათო მუჯირის იქ დანიშვნა (პიროვნულად არაფერი საწინაამღდე), როცა შვილი ფედერაციის გენერასლური მდივანია. არა რა!!! ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება განვითარების კუთხით. ასეა ყველა სფეროში. არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ პატარა ქვეყანაა. ასე შორს ვერ გავფრინდებით.
galaqto
01 მარტი 2017 15:45
0
მაფიოზური კლანური მართველობა, რომლისთვისაც ქართველობის დაკარგვის მიზეზით იბრძოდა წითელი ინტელიგენცია საჭვილიშვილოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის უბრალო ქართველები მოატყუეს და მიაღწიესაც საწადელს. ეს ხდება როგორც ყველა ყოფილ საბჭოთა რტესპუბლიკებში ( პრიბალტიკის ) გარდა. უბრალო ქართველებო მოტყუებულნო ასე რო იბრძოპდით ვითომცდა ქართველობის დაკარგვით ( ვითომც ევრპობა უმაქნისია აი თქვენი რუსეთი კი ვითომდა ცივილიზირებული ქართული კულტურის მეხოტბე არადა სულ პირიქით ტერიტორიების მიმტაცებელი და ქართველი შვილების მკლელები არიან)ყოველთვის ღატაკად იცხოვრებთ
sss
01 მარტი 2017 15:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული